ნიკა ქუთათელაძე: პსჟ-სთან კონტრაქტში დიდი წვლილი კლუივერტს მიუძღვის

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა ნიკა ქუთათელაძემ ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

Sportall.ge-მ ქართველ შემტევთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს გილოცავთ...
- გმადლობთ. სეზონის ბოლოს დამიბარეს და პროფესიონალური კონტრაქტი შემომთავაზეს. აქამდე რეგიონულ ლიგაში ვთამაშობდი, ახლა კი ამ ხელშეკრულებით ქვეყნის პირველობაზე შევძლებ თამაშს 17 და 19-წლამდელებში.

თანაც, სურვილის შემთხვევაში, პირველი გუნდის მწვრთნელს ნებისმიერ დროს შეეძლება ჩემი გამოძახება, მაგრამ ჯერ ადრეა. ჯერ 17 და 19-წლამდელთა გუნდებია!

- სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება შენი და პატრიკ კლუივერტის ვიდეოები. მისი რჩევით
ხომ არ მოხდა შენთან კონტრაქტის გაფორმება?
- კი, კლუივერტს დიდი წვლილი მიუძღვის ამ კონტრაქტში. მასთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და სულ მარიგებს ხოლმე, მეხმარება.

ასევე ამ კონტრაქტში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მწვრთნელს, ბაფოდე დიახაბის.

ისე კი, აქ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებენ. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას მთლიანი გუნდი იღებს: სკაუტები, მწვრთნელები და ა.შ.

- ვიცით, რომ კლუივერტს ქართულ ენას ასწავლი. როგორ მიდის სწავლის პროცესი?
- პროგრესი აშკარაა (იცინის).

- რამდენიმე თვის წინ ხმები გავრცელდა, რომ უკრაინულ და რუსულ კლუბებს სურდი. კონკრეტულად, რა ვარიანტები იყო და რატომ არ დათანხმდი?
- საქართველოს ნაკრებთან ერთად მინსკის ტურნირზე ვიყავი და იქიდან ვბრუნდებოდით, როცა მამას დონეცკის "შახტარიდან" დაურეკეს და ჩემდამი ინტერესი გამოხატეს. კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკზეც" იყო საუბარი, მაგრამ მე პსჟ-ში მინდოდა დარჩენა და წასვლას არსად ვაპირებდი.

- ბოლო 26 მატჩში 20 გოლი - შესანიშნავი სტატისტიკაა. თავად ფრანგები რას გეუბნებიან?
- განსაკუთრებულს არაფერს. აქ ბევრი საუბარი არ ახასიათებთ, არც ფეხბურთელებს აქებენ დიდად. უბრალოდ, დამიბარეს, კონტრაქტი შემომთავაზეს და ასე დამიფასეს 20 გოლი, რომლითაც გუნდის ბომბარდირი გავხდი.

- რამდენად ხშირად ხდება პსჟ-ში აკადემიის ფეხბურთელების დაწინაურება პირველ გუნდში?
- 2001 წელს დაბადებული ჯერ არავინ დაუწინაურებიათ, აი, 2000 წელს დაბადებული ტიმოტი ვეა კი გამოიძახეს, ავარჯიშეს და პირველ გუნდშიც დაიტოვეს.

საერთოდ, პირველ გუნდში მოხვედრა ძალიან რთულია. ჩვენი კლუბის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა, რადაც უნდა დაუჯდეს, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და მაქსიმალურად ცდილობს, უკვე შემდგარი ვარსკვლავები იყიდოს.

2019 წელს დასრულდება ახალი აკადემიის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. 
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფუ ფუ ფუ თვალი არ გვეცეს.მგონი ნორმალური თაობა გვეზდება მადლობა ღმერთს,არაბიძე ჩაკვეტაძე ქუთათელაძე კიდე 19 წლამდელებიდან აირჩევა რამდენიმე მოთამაშე მაგარი.დღე აუცილებლად ყველა სტადიონზე გენაცვალეთ
BUXRIKA
12:18 05-07-2017
0
თავი არ დაზოგო თუ გინდა გარანტირებული კეთილდღეობა. აბა შენ იცი.
zaza
11:51 05-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული