როგორც SPORTS.uz იუწყება, შოთას გუნდის გაძლიერება 29 წლის ქართველი ნახევარმცველით უნდა, რომელიც ამჟამად ტაშკენტის "ლოკომოტივში" გამოდის, უწინ კი სწორედ "ფახთაქორის" ღირსებას იცავდა.
კახა მახარაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, "ფახთაქორის" ღირსებას 2011-2015 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 120 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი.
ცნობისთვის, უზბეკეთის ჩემპიონატში გასული 15 ტურის შემდეგ, "ლოკომოტივი" სატურნირო ცხრილს 35 ქულით ლიდერობს, "ფახთაქორი" კი 24 ქულით მეხუთე