შოთა არველაძეს "ფახთაქორის" გაძლიერება ქართველი ნახევარმცველით სურს

AutoSharing Option
ტაშკენტის "ფახთაქორში" ცოტა ხნის მთავარ მწვრთნელად დანიშნულ შოთა არველაძეს გუნდში თანამემამულე კახა მახარაძის მიწვევა სურს.

როგორც SPORTS.uz იუწყება, შოთას გუნდის გაძლიერება 29 წლის ქართველი ნახევარმცველით უნდა, რომელიც ამჟამად ტაშკენტის "ლოკომოტივში" გამოდის, უწინ კი სწორედ "ფახთაქორის" ღირსებას იცავდა.

კახა მახარაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, "ფახთაქორის" ღირსებას 2011-2015 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 120 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი.

ცნობისთვის, უზბეკეთის ჩემპიონატში გასული 15 ტურის შემდეგ, "ლოკომოტივი" სატურნირო ცხრილს 35 ქულით ლიდერობს, "ფახთაქორი" კი 24 ქულით მეხუთე
პოზიციაზეა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
შოთა, შენ გაიხარე, როგორც მე მახარებ ხოლმე. სულ წარმატებებით გევლოს კარგო ვაჟკაცო.
ანდრია
13:58 08-07-2017
0
ანდრია-ს გაფიცებ რაში გახარებს ხოლმე?
fsiuuu
15:26 08-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული