"ხუთიანი" არ არის შემთხვევითი... დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ნომერი აირჩია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ოდესის "ჩერნომორეციდან" დონეცკის "შახტარში" უკრაინის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გადავიდა და კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მას "შახტარში" არსებული თავისუფალი ნომრებიდან სასურველის არჩევის საშუალება ჰქონდა და 5-ნომრიანი მაისურა ამჯობინა.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ქართველამდე დონბასურ კლუბში ამ ნომრით სერგეი პოპოვი და ალექსანდრ კუჩერი თამაშობდნენ. შესაძლოა, ეს გვარები ჩვენს გულშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ დონბასური კლუბისთვის ორივეს ბევრი რამ აქვს გაკეთებული და ასეთი ფეხბურთელების მაისურებს ყველას არ ურიგებენ...

უკრაინაში სეზონი 15 ივლისს, ოდესაში დანიშნული სუპერთასის მატჩით განახლდება, რომელშიც ერთმანეთს
"შახტარი" და კიევის "დინამო" დაუპირისპირდებიან. შეკრებიდან დაბრუნებულმა ხოჭოლავამ მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

"ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, კარგად მოვემზადეთ... 6 დღეში თამაშია და მიმაჩნია, რომ ფიზიკურადაც კარგად გამოვიყურებით და ტაქტიკურადაც", - ამბობს საქართველოს ნაკრების მცველი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა მგონია თავიდან დააყენონ,მაგრამ დრო საკმაო აქვს ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად.წარმატებები ამ ბიჭს
მიშო
14:55 10-07-2017
0
ხოჭო არის კაცი რომელსაც მომავალში კარგი ევროპული კარიერა წჯღანება.წარმატებები დავითს
ბაჩო გ
17:49 10-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული