"სრულებით კმაყოფილი ვარ. ხოჭოლავა აქამდე გამოდიოდა გუნდში, რომელიც სრულიად განსხვავებულად იცავს თავს. მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავად ახერხებს ჩვენს სათამაშო სტილთან ადაპტირებას. რა თქმა უნდა, მას მრავალ ასპექტში აქვს მოსამატებელი, რათა შეასრულოს თავისი ფუნქციები, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ", - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველმა მცველმა გასული სეზონი ოდესის "ჩერნომორეცში" ჩაამთავრა. ცოტა ხნის წინ კი ის "შახტარს" შეუერთდა, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.