გიორგი ჭანტურია მოედანს თითქმის 8-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია მძიმე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

მისი გუნდი, ეკატერინბურგის "ურალი" სლოვენიურ შეკრებაზე დასკვნით საკონტროლო მატჩში ვრანიეს "დინამოს" დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 1:1, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი კი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.

"მთავარი მოვლენა "ურალისთვის" მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე გიორგი ჭანტურიას გამოჩენა იყო. ქართველმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა 2016 წლის 26 ნოემბრის შემდეგ, როდესაც "ლოკომოტივთან" მატჩში ტრავმა მიიღო. საერთო ჯგუფს ის სლოვენიაში მეორე შეკრებაზე შეუერთდა და დღეს შეცვლაზე ითამაშა", - წერს რუსული კლუბის ოფიციალური
საიტი.

გიორგი ჭანტურიას გუნდი რუსეთის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონს 15 ივლისს, "როსტოვთან" საშინაო შეხვედრით გახსნის.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამას ისეთი "რაზგონი" აქვს აღებული, გეგესაც (სულხანიშვილი) მოუჯოკრავს..!
-------
13 ივლისი 2017 10:32
0
გილოცავ გიორგი გამოჯანმრთელებას,ფორმის სწრაფად აღდგენას გისურვებ.ვფიქრობ იძულებითი დასვენების პერიოდში კარგად გააანალიზებდი საკუთარ თამაშში ნაკლოვანებებს და იზრუნებ მათ აღმოფხვრაზე.წარმატებები კლუბშიც და ნაკრებშიც.
სოსო
12 ივლისი 2017 23:49
0
წარმატებები გიორიგი !!!
საქართველოსთვის ვარსკვლავია.
ნიკა
12 ივლისი 2017 19:48
0
გიორგი გილოცავ ,აბა სჰენ იცი
otar
12 ივლისი 2017 18:11
0
ესეც არ მყავდეს ვარსკვლავი.
avaza
12 ივლისი 2017 18:06
0
გიო წარმატებას გისურვებ, ოღონდ თავი არ დაზოგო და ნაკლები იბრექავე სამარცხვინოდ. ავტორიტეტსაც აიმაღლებ და ეგება ნაკრებსაც გამოადგე.
murtalo
12 ივლისი 2017 14:33
0
გილოცავ გიორგი.
gizog
12 ივლისი 2017 14:32
0
გისურვებ წარმატებებს
aleqsi
12 ივლისი 2017 14:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული