კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთის საფეხბურთო პროფლიგამ ივნისის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

თვის მწვრთნელისა და ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ყაზახეთის ჩემპიონატის კლუბების მთავარ მწვრთნელებს შორის ჩატარდა.

ცხადაძის ხელმძღვანელობით, "ქაირათმა" ივნისში ჯამში ხუთი შეხვედრა ჩაატარა - 3 ჩემპიონატში და თითოც ევროპალიგასა და ქვეყნის თასზე და ყველა მოიგო. ამჟამად ალმათის გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 43 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ასტანას" 5 ქულით ჩამორჩება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვულოცავ პიპინოს. დაგვიბრუნდი.
andro1965
13 ივლისი 2017 10:44
0
ეს რატომ გაუშვეს დღემდე ვერ ვხვდები..
solo
13 ივლისი 2017 10:34
0
კობიაშვილმა და კალაძემ ხომ ააყვავეს ჩვენი ეროვნული ლიგა, ცხადაძე არის თავის საქმის პროფესიონალი მოიყვანეთ ისევ საქართველოში და დააცადეთ საქმე, წარმატებები ცხადაძეს
vasil
13 ივლისი 2017 10:25
0
კალაძის უწიგნურმა ბანდამ გააგდო.
ვა რა დონეა
13 ივლისი 2017 10:12
0
სამაგიეროდ აქ კობიაშვილია თვის საუკეთესო ფედერაციის თავმჯდომარე.ჩუმად ხალხო ,სხვებმა არ გაიგონ,თურმე ერთხელ პარლამენტიდან გამოპარულა და ფედერაციაში მისულა კიდეც,მომენატრეთ როგორა ხართო.მოდი და ნუ დააფასებ ამისთანა ხელმძღვანელს.
სოსო
13 ივლისი 2017 09:45
0
დააბრუნეთ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელად !!!
Giorgi
13 ივლისი 2017 01:28
0
იმედიანი კაცი! გულით გგულშემატკივრობ!
ჯონდო
12 ივლისი 2017 21:36
0
კობიაშვილმა გააგდო და "უკეთესი" ვაისი მოიყვანა)))
k
12 ივლისი 2017 21:20
0
ეს ყაზახებიც მაგრები არიან რა, ხან უშვებენ და ხან საუკეთესოდ ასახელებენ
gio
12 ივლისი 2017 17:30
0
კარგი კაცი და მწვრთნელი. რა დამავიწყებს, მოლდოვასთან, პირველი ოფიციალური თამაში რომ ვითამაშეთ და წავაგეთ, იტირა და ისე გავიდა მოედნიდან.
geo
12 ივლისი 2017 17:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული