ჯანო ანანიძე რუსეთის სუპერთასის მფლობელია

AutoSharing Option
14 ივლისს რუსეთის სუპერთასის მატჩში ჩემპიონი "სპარტაკი" თასის მფლობელ "ლოკომოტივს" ეთამაშა, დამატებით დროში 2:1 მოუგო და სუპერთასს დაეპატრონა.

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. 103-ე წუთზე "სპარტაკი" ლუის ადრიანომ დააწინაურა. 113-ე წუთზე გიორგი ჯიქიას პასით გოლი ქვინსი პრომესმა გაიტანა, თუმცა "ლოკომოტივმა" ერთი ბურთი გაქვითა - 116-ე წუთზე მანუელ ფერნანდეშმა გაიტანა.

"სპარტაკის" რიგებში ჯანო ანანიძე 71-ე წუთიდან გამოჩნდა, ხოლო "ლოკომოტივში" საბა კვირკველიამ პირველივე წუთებიდან ითამაშა.

"სპარტაკმა" ისტორიაში პირველად მოიგო რუსეთის სუპერთასი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯანო 70 წუთზე შევიდა თამაშში.ვფიქრობ კარგად ითამაშა.პასებიც გააკეთა.სპარტაკმაც მერე შეაგდო გოლები.
jumber
13:05 15-07-2017
0
ჯანო ამ თამაშში მე მგონი ყველაზე სუსტი იყო. პრაქტიკა აკლდა აშკარად.
sandro
10:05 15-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული