ამ კლუბმა ირანის ბოლო ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა. გუნდის მთავარი მწვრთნელია ირანული ფეხბურთის ლეგენდა - ალი ქარიმი.
ქარიმის სხვადასხვა დროს "ბაიერნსა" და "შალკეში" უთამაშია. რაც შეეხება გუნდის კონტინგენტს, "ნაფტი" ირანელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და თავაძე კლუბის ერთადერთი ლეგიონერი იქნება. ეს მის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის.
თავაძეს სხვადასხვა დროს უთამაშია უკრაინულ "გორნიაკში", "მეშახტეში", "საპოვნელაში", "შევარდენსა" და თბილისის "დინამოში".
თბილისის "დინამო" ვახსენეთ და, ამ კლუბთან კონტრაქტი მან ორმხრივი შეთანხმების
"ბედნიერი ვარ ახალ გუნდში გადასვლით. აქ ფეხბურთელისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ვეცდები, გავამართლო დიდი ნდობა და ამისთვის თავს არ დავზოგავ".
თავაძე ირანის უმაღლეს ლიგაში ერთადერთი ქართველი არ იქნება. იქ თამაშობს 24 წლის ნახევარმცველი კახა კაკაშვილიც. ცოტა ხნის წინ ამ უკანასკნელმა კლუბი შეიცვალა - ლიგიდან გავარდნილი "მეშინ საზიდან" გაცილებით ამბიციურ "ფულადში" გადავიდა. სხვადასხვა დროს, კაკაშვილს "ცხინვალში", რუსთავის "მეტალურგსა" და "ჩიხურაში" უთამაშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"