ირაკლი შეყილაძემ "სპეციას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია B-ს "სპეცია" ახალი სეზონისთვის ემზადება, ირაკლი შეყილაძის ახალმა გუნდმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ქვედა ლიგის "სერავეცას" 4:0 მოუგო.

ამ შეხვედრის ბოლო გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა, 89-ე წუთზე მან მცველს მოპარა ბურთი მეკარესთან პირისპირ გავიდა და შორეულ კუთხეში გაუტანა. ჩვენებური მეორე ტაიმის 29-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შეყილაძე "ტუტოკუოიოში" თამაშობდა, "სპეციაში" იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული