გურამ კაშიამ "ვიტესის" ფანებს სუპერთასის ბოიკოტი ვერ გადააფიქრებინა

AutoSharing Option
5 აგვისტოს არნემის "ვიტესი" ჰოლანდიის სუპერთასის მატჩს თამაშობს ჩემპიონ "ფეიენოორდთან". შეხვედრა როტერდამში "დე კუიპზე" გაიმართება და ის "ვიტესის" ფანების გარეშე ჩაივლის, არნემელებმა სუპერთასს ბოიკოტი გამოუცხადეს.

საქმე ისაა, რომ "ვიტესის" ფანებს მხოლოდ 1,2 ათასი ადგილი გამოუყვეს, მაშინ, როცა "ფეიენოორდს" 50-ათასიანი მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. ამიტომაც "ვიტესის" ფანებმა გადაწყვიტეს, ბოიკოტი გამოუცხადონ თამაშს.

"ხელდერლანდერის" ინფორმაციით, ფანების გადარწმუნება სცადა კაპიტანმა გურამ კაშიამ და რამდენიმე ლიდერმა, მაგრამ მათ პოზიცია არ შეუცვლიათ.

"ჩვენთან იყვნენ კაშია, კრეისვიკი და ბიუტნერი, აგრეთვე მწვრთნელები - მათ სურთ, რომ როტედრამში მხარდაჭერა ჰქონდეთ.
მათი პოზიცია ასეთია - ნულს ისევ 1,2 ათასი სჯობს.

ჩვენ კარგად გვესმის მათი, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევიცვლით. ბიჭებს კი არნემიდან ვუგულშემატკივრებთ", - განაცხადა ფანების ასოციაციის პრეზიდენტმა პაულ კოსტერმა.

"ვიტესი" სულ მცირე, 4 ათას ადგილს ითხოვდა "დე კუიპზე".
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული