საქმე ისაა, რომ "ვიტესის" ფანებს მხოლოდ 1,2 ათასი ადგილი გამოუყვეს, მაშინ, როცა "ფეიენოორდს" 50-ათასიანი მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. ამიტომაც "ვიტესის" ფანებმა გადაწყვიტეს, ბოიკოტი გამოუცხადონ თამაშს.
"ხელდერლანდერის" ინფორმაციით, ფანების გადარწმუნება სცადა კაპიტანმა გურამ კაშიამ და რამდენიმე ლიდერმა, მაგრამ მათ პოზიცია არ შეუცვლიათ.
"ჩვენთან იყვნენ კაშია, კრეისვიკი და ბიუტნერი, აგრეთვე მწვრთნელები - მათ სურთ, რომ როტედრამში მხარდაჭერა ჰქონდეთ.
ჩვენ კარგად გვესმის მათი, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევიცვლით. ბიჭებს კი არნემიდან ვუგულშემატკივრებთ", - განაცხადა ფანების ასოციაციის პრეზიდენტმა პაულ კოსტერმა.
"ვიტესი" სულ მცირე, 4 ათას ადგილს ითხოვდა "დე კუიპზე".