"წიტაიშვილი ბურთს ორჯერ დაკარგავს, მაგრამ მესამე შემთხვევაში გაიტანს" - თანაგუნდელი გიორგიზე

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" შემადგენლობაში საფრანგეთის რეგიონული ლიგის "დივონის" დამარცხებაში (5:0) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა -  გოლი გაიტანა და ერთ გოლში მონაწილეობაც მიიღო.

უკრაინულმა prosto-sport-მა მატჩის შემდეგ "დინამოს" მცველი ვლადისლავ დუბინჩაკი ჩაწერა, რომელსაც ერთი შეკითხვა ქართველ ლეგიონერზეც დაუსვეს:

- დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გამოირჩეოდა გიორგი წიტაიშვილი გარკვეული ეგოიზმით, რაც მის მიერ გოლის გატანის მცდელობაში გამოიხატებოდა. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა,  საკუთარი თავის დამტკიცება სურს?

- ყველამ იცის, რომ გიო უფრო ინდივიდუალისტია და ცდილობს, საკუთარი თვისებები  გამოავლინოს. ის ამაში ძლიერია. წიტაიშვილი, შესაძლოა,
ბურთს სულ სამჯერ შეეხოს - ორჯერ დაკარგავს, მაგრამ მესამე შემთხვევაში გოლს გაიტანს. ეს გუნდისთვის ცუდი არ არის.

ვფიქრობ, რომ მან უნდა გაიგოს, რომელ მომენტებში უნდა აიღოს თამაში საკუთარ თავზე და როდისაა სხვა გაგრძელება უკეთესი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, წიტაიშვილს იჯარიდან დაბრუნების შემდეგ კიეველთა შემადგენლობაში ამხანაგურ შეხვედრებში თამაშის შესაძლებლობა ეძლევა.

altდიდხნიანი პაუზის შემდეგ წიტაიშვილი მოედანს დაუბრუნდა [VIDEO]

altწიტაიშვილმა ლუჩესკუს მიერ მიცემული შანსი გამოიყენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული