ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაქარია ბეგლარიშვილისა და ანტონ თოლორდავას ესტონურმა "ლევადიამ" გიბრალტარის "სენტ ჯოსაპსი" 3:1 დაამარცხა. ზაქარიამ გოლი გაიტანა, თოლორდავას კი არ უთამაშია.

შეხვედრის მე-2 წუთზე ბეგლარიშვილმა ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა და თავისი გუნდის წარმატებას სათავე დაუდო. ნახევარმცველი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ერთადერთი მატჩი აქვს გამართული, 63-ე წუთზე შეცვალეს, მატჩის შემდეგ კი შეხვედრა  პრესკონფერენციაზე შეაფასა.

მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა - არბიტრმა 9 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა.

განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში შედგება, წყვილში გამარჯვებული კი ირლანდიურ "დანდალკს" დაუპირისპირდება.

altბათუმის

"დინამომ" მეტოქეს საქმე 18 წუთში მოუთავა [VIDEO]

alt"გაგრა" მონტენეგროში მინიმალურად დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აქვს [VIDEO]

alt"დილა" "ჟილინასთან" სლოვაკეთში 1:5 განადგურდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული