ჯანო ანანიძე "სპარტაკს" შეკრებაზე მიჰყვება

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა", რომელშიც საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ირიცხება, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შეკრებაზე გამგზავრებამდე ივარჯიშა.

წელს გუნდისთვის ეს პირველი ერთობლივი ვარჯიში იყო, რადგან მანამდე სამედიცინო შემოწმების გამო, ლეგიონერები და რუსები ცალ-ცალკე ვარჯიშობდნენ.

19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდის მწვრთნელის ვალერი კარპინის განკარგულებაში მყოფ 25 ფეხბურთელთან ერთადაც ივარჯიშა.

სასიხარულოა, რომ ანანიძეს ტრავმები აღარ აწუხებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. არადა, ფეხბურთელმა სწორედ ტრავმების გამო საკმაოდ ცუდი სეზონი ჩაატარა და მიმიდნარე სეზონში თავის გამოვლენის საშუალება პრაქტიკულად არ ჰქონია.

რამდენიმე დღის წინ ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ქართველი ნახევარმცველით სანტანდერის "რასინგი" დაინტერესდა. ადრეც გაუწყეთ, რომ სპარტაკელთა თავკაცი არ არის წინააღმდეგი, ანანიძე სხვა კლუბში გაანათხოვროს.

საგულისხმოა უკრანული "ოლექსანდრიას" ახალი თავკაცის ლეონიდ ბურნიაკის სიტყვები, რომელმაც ვალერი კარპინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ დავით თარგამაძის ყოფილ კლუბს "სპარტაკის" რამდენიმე ლეგიონერი შეემატება. თურმე მას კარპინი დაჰპირდა, რომ რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს დაუთმობს, რომლებიც ნიჭის მიუხედავად, მოსკოვური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

ამის გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია საუბარი ჯანო ანანიძეზეც იყოს, მაგრამ ბურნიაკი სახელებს საჯაროდ ჯერ არ აცხადებს.

ასეა თუ ისე, ჯანო ჯერაც "სპარტაკის" ფეხბურთელია და გუნდს ზამთრის შეკრებაზე საემიროებში მიყვება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაუმარჯოს ჯანოს. ყველა ვგულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, მარა ასაკი რო გადაკეთებული აქვს, ყველამ ვიცით. ჯანოსთვის რა იცვლება ამით? ის, რო ეხლა მისგან ისეთ წინსვლას ელიან, რომელიც არ შეიძლება რო მოხდეს. ეს უკვე მოხდა და იმიტო. ქართულ ფეხბურთს კი ეს ასაკებით მანიპულირება ბევრი მიზეზის გამო ძალიან უშლის ხელს და უნდა მიეხედოს ამ საქმესაც.
dudu
23:45 13-01-2012
0
სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გაცნობებთ,რომ ანანიძე ბურიაკს ალექსანდრიაში კარპინი არ ატანს! მიზეზი დიდი თანხის მოთხოვნაა.
zuzu
20:16 13-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული