ჰოლანდიელებმა ვაკო ყაზაიშვილის გოლი აღიარეს [+VIDEO]

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" გულშემატკივრებმა ვალერი ყაზაიშვილის მიერ "ვალვაიკთან" გატანილი გოლი დეკემბერში საკუთარი გუნდის საუკეთესო გოლად დაასახელეს.

არნემელთა ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყაზაიშვილის გოლს მხარი ფანების 44-მა პროცენტმა დაუჭირა.

"ვალვაიკთან" ხსენებული შეხვედრა "ვიტესმა" 4:0 მოიგო, ყაზაიშვილმა კი 21-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა იხილეთ ვიდეო. ამ შეხვედრაში, ვაკომ, რომელიც თავის მეორე მატჩს ატარებდა არნემელთა შემადგენლობაში, სტენლი აბორასთან "კედელი" გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა მეტოქის მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ყაზაიშვილისთვის ერედივიზიონში პირველი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული