ბოლო წერილი მცველებს შეეხებოდა და სიმფეროპოლის "ტავრიას" მცველის, ვლადიმერ ეზერსკის დახასიათებაში ისეთი ინფორმაცია აღმოვაჩინეთ, ნამდვილად იმსახურებდა აღნიშვნას.
წერილიდან შვიტყვეთ, რომ უკრაინის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შეხვედრებში ჯაბა კანკავამ რეკორდი დაამყარა: "უა-ფუტბოლს" აქვს ნომინაცია "ბურთის ართმევა" და "ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებები". აღმოჩნდა, რომ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ბურთის ართმევაში ეზერსკი საუკეთესოთა შორის არის და მხოლოდ კანკავას ჩამორჩება.
მართალია, უკრაინის პრემიერლიგის ბოლო, 28-ე ტურის მატჩში კრივოი
გარდა ამისა, კანკავამ ბურთის ართმევაში გამოიჩინა თავი და მეტოქეს შეტევა 15-ჯერ (?!) ჩაუშალა, როდესაც ეზერსკიმ ეს 13-ჯერ მოახერხა. პლუს ამას, ზოგად ტექნიკურ-ტაქტიკურ მოქმედებებში საქართველოს ნაკრების წევრმა 134 ქულა დააგროვა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი საუცხოო ფორმაში შედის და ხანგრძლივი ტრავმიანობით გამოწვეული ჩავარდნა დასძლია.
უჩვეულო ბრძოლისუნარიანობისა და თავდადების გამო კანკავას უკრაინაში გადასვლისთანავე მშვენიერი რეპუტაცია ჩამოუყალიბდა. წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ალექსანდრე ზავაროვი დარწმუნებული იყო, რომ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე უკრაინის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ კანკავა გახლდათ.
იმ პერიოდში კანკავას გადაყვანით კიევის "დინამოც" დაინტერესდა, მაგრამ შემდეგ ფეხი ორჯერ მოიტეხა, დრო გაუცდა და ჩვეულად ათამაშება მხოლოდ მიმდინარე სეზონში მოახერხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"