აურზაური დიუსელდორფში - ლევან კობიაშვილს გერმანიის საფეხბურთო ლიგის იმედი აქვს

AutoSharing Option
15 მაისს ბერლინის "ჰერტამ" რელეგაციის განმეორებითი მატჩი გამართა და შინ განცდილი 1:2-ის შემდეგ დიუსელდორფში "ფორტუნასთან" 2:2-ზე მეტი ვერ შეძლო.

შედეგად, ლევან კობიაშვილი და მისი თანაგუნდელები პირველ ბუნდესლიგას დაემშვიდობნენ და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდნენ.

სამწუხაროდ, ამით კობიაშვილის სარეკორდო შანსიც მინიმუმამდე დავიდა. შეგახსენებთ, ბრაზილიელი ზე რობერტოს 336-მატჩიანი ნიშნულის დამხობამდე ლევანს მხოლოდ ერთი შეხვედრა დააკლდა - საქმე ეხება პირველ ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობას.

საკითხავია, ითამაშებს თუ არა კობიაშვილი პირველ ბუნდესლიგაში 2013-14 წლების სეზონში...

"ჰერტა" ორჯერ აგებდა და ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრა, მაგრამ ამაზე
მეტი დედაქალაქელებმა ვეღარ შეძლეს.

შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. როცა არბიტრმა მეშვიდე (!) კომპენსირებულ წუთზე ჩასტვინა, დიუსელდორფელმა ფანებმა ის საფინალო სასტვენად მიიჩნიეს და მოედანზე შეცვივდნენ. როგორც მაშინვე გაირკვა, მსაჯს ჯარიმა დაუნიშნავს და ხალხის მასის ტრიბუნებზე დაბრუნებასა და მატჩის განახლებას საკმაო ხანი დასჭირდა (იხილეთ ვიდეო).

განახლებული შეხვედრა კიდევ ორ წუთს გაგრძელდა და "ფორტუნას" გულშემატკივრები მინდორს კიდევ შეესივნენ, ოღონდ უკვე ნამდვილი გამარჯვების აღსანიშნავად.

P.S. მატჩის შემდეგ გაირკვა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ჰერტა" მომხდარს გააპროტესტებს. ბერლინელებს იმედი აქვთ, რომ გერმანიის საფეხბურთო ლიგა გადათამაშებას დანიშნავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული