ალექსანდრე იაშვილი: ყველა უნდა დაისაჯოს, იდეოლოგებიდან - ჯალათებამდე

AutoSharing Option
გერმანული "ბოხუმის" ფეხბურთელი, ალექსანდრე იაშვილი პატიმართა ახლობლებს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც იაშვილი აცხადებს, ამ სამარცხვინო ვითარების შექმნაში წვლილის ყველა შემტანი სასტიკად უნდა დაისაჯოს.

"სამწუხაროდ, შორიდან მიხდება იმ ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, ვინც ასეთ არაადამიანურ დღეში აღმოჩნდნენ. შეუძლებელია, იმ საზარელმა კადრებმა, რომლებიც, ალბათ, ჩვენი ქვეყნიდან სხვადასხვა მიზეზით გასულმა ყველა ქართველმა ნახა, არ შეგძრას და არ დაგაფიქროს იმ ტრაგედიის მიზეზებზე, რაც თურმე ციხეებში ხდება.

ადამიანის უფლებების, პირველ რიგში - ღირსების შელახვა დაუშვებელია. სასტიკად უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც ამ სამარცხვინო ვითარების შექმნაში მიუძღვის
წვლილი, იდეოლოგებიდან - ჯალათებამდე.

რაც მოხდა, ყველა ჩვენგანის, თითოეული ქართველის ღირსების გათელვაა. იმედი მაქვს, ეს გაუგონარი უმსგავსობა დაუსჯელი არ დარჩება"
, - აცხადებს ალექსანდრე იაშვილი.

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: ვგმობ ყველანაირ ძალადობას და თანავუგრძნობ პატიმართა ოჯახებს
"ბორჯღალოსნების" განცხადება წამების ფაქტებთან დაკავშირებით
ირაკლი სირბილაძე: დროა, მთელი საქართველო გამოვიდეს და ფეხზე დადგეს სამართლის დასაცავად
თორნიკე ოქრიაშვილი: სულით და გულით ვუდგავარ ჩემს ქვეყანას გვერდში!!!
საქართველოს რაგბის კავშირი ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვს!
"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს
არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველ რიგში დიდი მადლობა შენ "კობის", "კალას" და "დემეს" ნაკრებისთვის რაც გაიხარჯეთ.მერე თანაგრძნობისთვის.
ის ******* ქეცბაია და სიჭინავა რატომ არ თანაუგრძნობენ თუ ჯერ ადრეა შეხედავენ არჩევნეს ვინ მოიგებს.(ყუფარიას შვილიშვილები)
zaza sigu
11:04 22-09-2012
0

სიახლეები პოპულარული