მახაჩყალის "ანჟისთან" მატჩის სამზადისში მყოფ "ალანიასთან" ერთად ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ შოთამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ვლადიკავკაზში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.
- განწყობა ნორმალურია, უბრალოდ, ცოტა დავიღალე, - ასე ახსნა შოთამ თავისი მოწყენილი გამომეტყველება. - ძალიან მიხარია, ვლადიკავკაზში რომ აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, "ალანიას" და მისი საჩემპიონო ტრადიციების შესახებაც ვიცი. თანაც, ჩრდილოეთ ოსეთი ხომ საქართველოდან არცთუ შორს, ყურისძირშია.
ამჟამად
- "ალანიაში" ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ გუნდზე როგორი შთაბეჭდილებები გაქვთ?
- ბრწყინვალე გუნდია! იმედი მაქვს, ერთად მაღალი მიზნებისთვის წარმატებით ვიბრძოლებთ.
- ახალ პარტნიორებს დაეკონტაქტე?
- დიახ, უკვე გავიცანი ბიჭები, თუმცა ერთმანეთთან დასაახლოებლად დრო გვჭირდება.
- "ანჟისთან" მატჩში (რედ. გაიმართება 24 სექტემბერს) თამაშს იმედოვნებთ?
- ფიზიკურად მზად ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, ვითამაშებ თუ არა, ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.
- მოედანზე რომელ პოზიციაზე თამაში უფრო მოგწონთ?
- ვითამაშებ იქ, სადაც საჭირო იქნება. მთავარი - გუნდის ინტერესებია. ჩავდგები თუ არა კარში? თუ საჭირო იქნება, კარშიც ჩავდგები (იცინის).
- რატომ არ ითამაშეთ საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრებში?
- თამაშები სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც "ალანიაში" გადასასვლელად ვემზადებოდი. საჭირო იყო გარკვეული ფორმალობების მოგვარება.
- რუსული ენა სად ისწავლეთ?
- თბილისში მოსკოვის პროსპექტზე ვცხოვრობ, სადაც ძალიან ბევრი რუსია. თუმცა, საკმარისად კარგად რუსულს მაინც ვერ ვფლობ და მომზადება დამჭირდება.
ასევე იხილეთ:
osradio.ru: ოს პატრიოტებს "ალანიაში" ქართველის დანახვა არ სურთ
შოთა გრიგალაშვილი ვლადიკავკაზის "ალანიაში" ჩაირიცხა