მწვრთნელი, აგენტი თუ ფეხბურთელი ჯანოს აქებს, თუმცა, ამავე დროს, მის მინუსზე ძველებურად მიუთითებენ - ანანიძე ფიზიკურად სუსტია და ამაზე აუცილებლად უნდა იმუშაოსო.
ქართველ ნახევარმცველზე ერთ-ერთი რუსული გამოცემის, sovsport.ru-ს ჟურნალისტმა ევგენი ლოვჩევმაც ისაუბრა. სტატიას კი ასეთი სათაური აქვს: "Ананидзе - не культуридзе".
მისი თქმით, ჯანო კარგ ფორმაშია, ფიზიკურადაც კარგად გამოიყურება და გაძლიერება არ სჭირდება.
"ჯანო უკვე შედის საკუთარი კარიერის იმ პერიოდში, რომ გუნდში მთავარი როლი შეასრულოს. ასეთ
მისი მისამართით ხშირად ამბობენ, რომ ძალა არ ჰყოფნის და კარგი იქნებოდა, ფიზიკურად რომ გაძლიერდესო.
მოედანზე ფიქრია საჭირო... ხოლო ბურთი ადამიანზე ყოველთვის უფრო სწრაფია.
და საერთოთ, ფეხბურთი არც ტანვარჯიშია და არც კულტურიზმი. სულაც არაა საჭირო მისი გაშვება სატრენაჟორო დარბაზში, ის აუცილებელს სისტემატური თამაშიდანაც მიიღებს.
იმან ირბინოს, ვინც ფეხბურთის თამაში არ იცის, ჯანო კი იფიქრებს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
შესაძლოა ანანიძე ფლეიმეიქერი გახდეს, რომელიც გუნდის მთავარი ტვინი იქნება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით "სპარტაკს" ალექსის წასვლის შემდეგ მსგავსი ფეხბურთელი არ ჰყოლია".
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებში დაასახელეს
უნაი ემერი: ჯანო ანანიძე კარგ ფორმაშია
ჯანო ანანიძე: როდესაც ძირითადში ხშირად ვითამაშებ, ჟურნალისტთა კითხვებს პასუხს მაშინ გავცემ