უნაი ემერი: ჯანო ანანიძე კარგ ფორმაშია

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "მორდოვიასთან" რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსნებთ, რომ "სპარტაკმა" საკუთარ მოედანზე მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ხოლო ჯანო ანანიძემ სპარტაკელთა რიგებში 66 წუთი ითამაშა, რის შემდეგ ემერიმ ის ემენიკეთი შეცვალა.

"არის თუ არა ანანიძე ძირითადის მოთამაშე? ჩვენ ძირითადის 25 ფეხბურთელი გვყავს. ჯანო ახლა თავს ნორმალურად გრძნობს და კარგ ფორმაშია. ამიტომ მისი იმედი მაქვს, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელის", - თქვა ემერიმ.

აქვე გეტყვით, რომ ქართველის ნახევარმცველი Golden Boy-2012-ის პრემიის მიღების კანდიდატია. ანანიძე
50 ახალგაზრდა ფეხბურთელ შორის მოხვდა.

შეგახსნებთ, რომ აღნიშნულ პრემიას იტალიური გაზეთი Tuttosport იმ საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს, რომლის ასაკი 21 წლამდეა. Golden Boy-2011-ის პრემია კი დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელს მარიო გიოტცეს გადაეცა.

მომზადებულია sportbox.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული