ჯანო ანანიძე: როდესაც ძირითადში ხშირად ვითამაშებ, ჟურნალისტთა კითხვებს პასუხს მაშინ გავცემ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ლისაბონის "ბენფიკასთან" ძირითად შემადგენლობაში ჯანო ანანიძე დააყენა, მეორე ტაიმის 57-ე წუთზე კი ქართველი ლეგიონერი კირილ კამბაროვმა შეცვალა.

მართალია, პორტუგალიელთა გოლი მის მიერ დაკარგულ ბურთს მოჰყვა, მაგრამ მთლიანობაში, ანანიძე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რაზეც რუსულ მედიაში გამოქვეყნებული წერილები და კომენტარები მეტყველებს.

გთავაზობთ ფრაგმენტს "სპორტ-ექსპრესის" წერილიდან: "...თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაყენებულმა ჯანომ თავისი შანსი ჩინებულად გამოიყენა. მეორე ტაიმში საგოლე კომბინაციაში არ მონაწილეობდა, მაგრამ მუდმივად არღვევდა სტუმართა დაცვას. მეორე ტაიმში
კი მისი გარღვევა და არისთვის მიწოდებული გადაცემა სამაგალითო იყო.

სამწუხაროა, რომ ბრაზილიელმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და კარში ზუსტად ვერ დაარტყა. ისეთი მოთამაშე, როგორიც ანანიძეა, სულაც არ აწყენდა რუსეთის ნაკრებს, რომელიც ახლა აკადემიურ ფეხბურთს აჩვენებს. ამის გამო ძნელი იყო იმის გაგება, რატომ შეცვალა ჯანო მეორე ტაიმში ემერიმ".


თავად ანანიძემ "ბენფიკასთან" მოგების შემდეგაც არ ისურვა კომენტარის გაკეთება: "როდესაც ძირითადში ხშირად ვითამაშებ, ჟურნალისტთა კითხვებს პასუხს ამის შემდეგ გავცემ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Gamsinho - გენაცვალე! მართალი კაცი ხარ!
Burton
18:21 25-10-2012
0
დაკარგული ბურთი იყო იის?ნახევარბრუნშI მკრატელა რომ Gამოიტანა საჯარიმოდან?მერე ამ ბურთს ფრთაზეც თავად გადაყვა და,ახლა ბოდიში თუ პრასტრელიც ვერ დაფარა,ცენტრალური დაცვის უხეში შეცდომაა ეგ
Gamsinho
17:00 25-10-2012
0

სიახლეები პოპულარული