ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკში" ფსიქოლოგიურად წნეხავენ?!

AutoSharing Option
ბოლო დროს უნაი ემერის გაწვრთნილ მოსკოვის "სპარტაკში" ჯანო ანანიძეს სათამაშო დრო უწინდელზე მეტად ეძლევა და საქართველოს ნაკრების ჰავბეკიც ამართლებს იმედებს.

ახლაც რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩში სტუმრად "კრილია სოვეტოვთან" ჯანო მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, შეხვედრის მიწურულს კი ბრწყინვალე გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში (5:0) დააფიქსირა.

რუსეთში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველს მეტი სათამაშო დრო რომ ჰქონდეს, "სპარტაკს" სარგებელსაც მეტს მოუტანდა.

ამჯერად მასზე აზრის გამოთქმა რუსეთის ნაკრების (1999-2002) ყოფილ მწვრთნელს მიხაილ გერშკოვიჩს ჰკითხეს.

"ჯანო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ძალიან აწვალებენ.
ჯობს გუნდში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ, უნდა ჰქონდეს თუ არა მას მეტი სათამაშო პრაქტიკა.

ჯანოს სათამაშო პოტენციალი აშკარაა, მაგრამ ამას თან თავდაჯერების ნაკლებობა და თუნდაც მცირე შეცდომის დაშვების შიში სდევს - დამაყენებენ მომდევნო მატჩში შემადგენლობაში?

ვფიქრობ, ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია. თუკი ჯანოს გარშემო ნორმალური გარემო შეიქმნება, ის განვითარებას გააგრძელებს”
, - განაცხადა რუსეთში ცნობილმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]
ჯანო ანანიძე - გაიტანა ისე, როგორც ამას დიადი ოსტატები აკეთებენ [VIDEO]
რუსი ჟურნალისტი: ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი ტვინი უნდა გახდეს!
ჯანო ანანიძე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებში დაასახელეს
უნაი ემერი: ჯანო ანანიძე კარგ ფორმაშია
ჯანო ანანიძე: როდესაც ძირითადში ხშირად ვითამაშებ, ჟურნალისტთა კითხვებს პასუხს მაშინ გავცემ

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ დაწერა ეს სტატია :) ,,წნეხავენ'' რა უბედურებაა :)))))))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული