ჯანო ანანიძე - გაიტანა ისე, როგორც ამას დიადი ოსტატები აკეთებენ [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
მოსკოვის "სპარტაკმა" სტუმრად "კრილია სოვეტოვთან" რუსეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩი გამართა და ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ულამაზესი გოლით საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გამოირჩა, რომელმაც საჯარიმოს გარედან მეკარეს აუღებლად დაურტყა - ბურთი "ცხრიანში" განათავსა (იხილეთ ვიდეო).

ქართველი ფეხბურთელის გოლი უდავოდ ყველაზე ლამაზი იყო მატჩში. თამაშის დასრულების შემდეგ ჯანოს რუსულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა რასაც ქვევით შემოგთავაზებთ.

მოსკოვის "სპარტაკის" მეკარე არტიომ რებროვი: "ყველაზე მეტად რომელი გოლი მომემოწნა? ჯანოსი და ძიუბასი. ჯანომ ულამაზ
ესი გოლი გაიტანა პირდაპირ "ცხრიანში". ჩემი ადგილიდან კი ეს გოლი კიდევ უფრო კარგად ჩანდა".


"სპარტაკის" თავდამსხმელი არტიომ ძიუბა: "ძალიან მიხარია, რომ დიდი ანგარიშით მოვიგეთ. "სპარტაკმა" ბევრი კარგი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით კი ანანიძის გოლს აღვნიშნავდი, ჯანომ საუცხოოდ დაარტყა. ბრწყინვალე შესრულება იყო".

"სპარტაკის" ყოფილი კაპიტანი იგორ ტიტოვი: "სპარტაკის" მიერ ბოლო სამ ჩატარებულ მატჩში მომენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჯანო საუკეთესო იყო. მისი გოლი-შედევრი კი მეტოქის განადგურების საბოლოო წერტილი იყო. გამოვიდა, გაისწორა და გაიტანა ისე, როგორც ამას დიადი ოსტატები აკეთებენ".

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ 46-ე წუთზე ემენიკე შეცვალა.

მატჩის შემდეგ კომენტარი თავად ჯანომაც გააკეთა: "მაშინ ვილაპარაკებ, როცა "ბარსელონას" გავუტან".

ასევე იხილეთ:

რუსი ჟურნალისტი: ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი ტვინი უნდა გახდეს!
ჯანო ანანიძე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებში დაასახელეს
უნაი ემერი: ჯანო ანანიძე კარგ ფორმაშია
ჯანო ანანიძე: როდესაც ძირითადში ხშირად ვითამაშებ, ჟურნალისტთა კითხვებს პასუხს მაშინ გავცემ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული