"თანამეგობრობის თასის" ფინალში სამივე ქართველმა ითამაშა

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგში დასრულდა "თანამეგობრობის თასის" გათამაშება. ფინალში ერთმანეთს მასპინძელი რუსეთი და უკრაინა დაუპირისპირდნენ.

ამ ქვეყნის გუნდების მატჩები ყოველთვის დაძაბულობითა და პრინციპულობით გამოირჩევა. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო.

ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა: რუსების ჩაწოდების დროს, ბურთის მოგერიებისას საკუთარ კარში უკრაინელთა ქართველმა, დავით იაშვილმა ჩაჭრა.

კალიტვინცევისა
(14) და ივანკოს (64) დარტყმის შემდეგ უკრაინელები მაინც დაწინაურდნენ, მაგრამ პანიუკოვის (38, 75) დუბლითა და მახმუდოვის (90+5) პენალტით რუსებმა გაიმარჯვეს (4:2) და მთავარ პრიზს დაეუფლნენ.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმა სამივე ქართველი ათამაშა: მცველი დავით
იაშვილი ძირითადში დააყენა; მეორე მცველი ბადრი აქუბარდია მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და მწვრთნელმა 94-ე წუთზე მეკარის გაძევების გამო მეორე მეკარით შეცვალა.

ირაკლი მესხია კი თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო და კოვალეცმა 73-ე წუთზე ტრავმის გამო გაიყვანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული