27 თებერვალს მისი მორიგი ინტერვიუ გამოქვეყნდა.
19 წლის თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ "ალანიაში" ქართველი ფეხბურთელების ჩაყრილ ტრადიციას გააგრძელებს და დროთა განმავლობაში, მათ სახელს არ შეარცხვენს.
"კარგად ვიცი, რომ ქართველები "ალანიაში" მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ჩვენებური ფეხბურთელები გაზაევს ყოველთვის მოსწონდა. აქ თამაში და მომზადება ძალიან მომწონს. ველოდები, როდის დაიწყება რუსეთის პრემიერლიგა", - ამბობს ჭანტურია.
გიორგიმ "ალანიაში" გადასვლასა და სხვა საინტერესო საკითხებზეც ილაპარაკა:
"ჰოლანდიაში არ მათამაშებდნენ და ამიტომ "ვიტესიდან" გადასვლაზე ვფიქრობდი. იყო შემოთავაზება "ჯენოადან",
ამ დროს "ალანიაში" გადასვლა შემომთავაზა გუნდის სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ გუცაევმა. ვთხოვე, რომ ჰოლანდიურ კლუბს მოლაპარაკებოდა.
გუცაევმა სამ დღეში კონტრაქტი მომცა, რომელიც მომეწონა. ქართველების მიმართ გაზაევის დამოკიდებულებაც ვიცოდი და დავთანხმდი. დეკემბერში ვისვენებდი, როდესაც კონტრაქტი საქართველოში ჩამომიტანეს და ხელი მოვაწერე.
რატომ ვერ გავიტანე 4-ზე მეტი გოლი ჰოლანდიის ჩემპიონატში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანია?
თავიდან მათამაშებდნენ და სამი გოლი გავიტანე, მაგრამ მერე ტრავმა მივიღე, პრობლემა შემექმნა, რადგან კარგი მიწვევები მქონდა და არ მიშვებდნენ. ხასიათი მქონდა გაფუჭებული და ასეთ დროს 4 გოლი კიდევ კარგი შედეგია - ყოველდღე "ვიტესიდან" წასვლასა და თამაშზე ვფიქრობდი.
რუსეთის ჩემპიონატში ბევრ ქართველს უთამაშია და ვიცი, რომ მძიმე ტურნირია, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ და არ მეშინია - "ალანიაში" ამიტომაც გადმოვედი.
ახლა შეკრებაზე დიდი დატვირთვების ფონზე ვთამაშობთ და ამის შედეგია, კარგ ფეხბურთს რომ ვერ ვაჩვენებთ. მაგრამ დაიწყება სეზონი და იმედია, ბევრად უკეთეს გუნდს იხილავთ.
... მამუკა კობახიძე ჩემი ბავშვობის მეგობარია და საფეხბურთო სკოლებში, "ოლიმპსა" და "საბურთალოში" ერთად ვთამაშობდით.
საერთაშორისო შეხვედრებში გამოუცდელია და ჯერ კიდევ სჭირდება გუნდთან ადაპტაცია, მაგრამ კარგი ადამიანი და ნიჭიერი მოთამაშეა და მჯერა, თავს რუსეთშიც გამოიჩენს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება! [VIDEO]
გიორგი ჭანტურიამ და მამუკა კობახიძემ "ალანიას" მორიგ ტესტ-მატჩში ითამაშეს
"გამოჩნდა ბარსელონური ტექნიკა" - გიორგი ჭანტურია გაზაევსაც მოსწონს [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე