ხაბაროვსკელთა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო - ლაშა სალუქვაძემ და გიორგი ნავალოვსკიმ სრულად ითამაშეს, შოთა გრიგალაშვილი და ოთარ მარცვალაძე კი, შესაბამისად, 72-ე და 81-ე წუთებზე შეცვალეს.
დარასელიას კიდევ ერთი შეგირდი - გოჩა ხოჯავა, თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.
სპარტაკელი დავით სირაძე მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.
"სკა-ენერგიაც" და "სპარტაკიც" პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვიან. ელიტაში პირდაპირ აღზევება ორივეს გაუჭირდება, სამაგიეროდ, ამ კლუბებს პლეი ოფში მოხვედრის რეალური შანსი აქვთ.
ასევე იხილეთ:
გიორგი დარასელია: ყოჩაღ ფეხბურთელებს, ასეთ პირობებში თამაში რომ შეძლეს [VIDEO]
დარასელიას წარმატებული დებიუტი, მარცვალაძის გოლი, სალუქვაძის პასი