ბაქარ მირცხულავა: ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, მატჩის შემდეგ მწვრთნელი რომ ბოდიშს მიხდის

AutoSharing Option
მოლდოვის ჩემპიონატის 24-ე ტურში კიშინიოვის "ზიმბრუმ" თანაქალაქელი "რაპიდი" 4:2 დაამარცხა.

კოტე გაბაშვილი ძირითადში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. მან 36-ე წუთზე ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა - 20 წლის ქართველმა შორეული დარტყმით "ცხრიანში" შეაგდო.

თორნიკე სტეფნიაშვილი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატმა 83-ე წუთზე საჯარიმოს ხაზიდან გასროლით ანგარიში სამამდე გაზარდა - 3:0.

კიშინიოველთა რიგებში მხოლოდ ბაქარ მირცხულავა არ გამოჩენილა. მას ახალი მწვრთნელი სერგიუ სირბუ "ჩაგრავს":

"მესმის, შეიძლება ფორმაში არ ვიყო და მწვრთნელმა დამიწუნოს, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ
მატჩის შემდეგ მოდის და ბოდიშს მიხდის - ვიცი, ძირითადში მოხვედრას იმსახურებ, მაგრამ ჯერ არ შემიძლია შენი გამოყენებაო.

არადა, ძლივს ფორმა აღვიდგინე, სეზონის განახლებისას მუდმივად ვთამაშობდი და ვერ გავიგე, რას
მერჩის.

მივხვდი, რომ აქ დარჩენას აზრი არ აქვს და მაისში კლუბის შეცვლას ვაპირებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაქარ მირცხულავა: ნაკრების შეკრება და იქ ვარჯიში მომენატრა
ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია
ბაქარ მირცხულავა და კოტე გაბაშვილი კიშინიოვის "ზიმბრუმ" დაიტოვა
კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველების სიმრავლეა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ ხართ ასეთი დაუნახავები..ნიჭიერი ბიჭია და ბევრსაც მიაგწევს.თქვენ კიდე ქართველები ხაართ თუ ვინ ხართ ? ქართველია და ლანდზგვის მაგივრაად ერთი კარგი რამ დაგცდეთ აჯობებდა.იქნებ თქვენი ერტი სიტყვაა და ეს ბიჭი აგწევს წარმატებაას .არ შეიძლება უბრალოდ ეგრეე თავი მის ადგილას წარმოიდგინეეთ და მიხვდებით ყველაერს ..ბექა მიდი ბოლომდე იბრძოლე. დაიმახსოვრე სანამ ყველაფერი ისე არ დასრულდება ისე როგორც შენ გინდა მანამ დამთავრებულად არაფერი ჩათვალო..
0
ბაქარიე სიმონ! რო ვარგებულიყავი გეგუჩაძე გაგიშვებდა სადმე? შენ კიდევ მიზეზები არ გელევა....არ გამოჩნდა ისეთი მწვრთნელი შენ რომ მოეწონები და რა გიყოთ ახლა ჩვენ?ცამოი ბიძია საქართველოში და სადმე 1-ლ ლიგაში მოძებნე ადგილი ასე კობია მე მგონი.
mamulo
16:08 03-04-2013
0

სიახლეები პოპულარული