კოტე გაბაშვილი ძირითადში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. მან 36-ე წუთზე ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა - 20 წლის ქართველმა შორეული დარტყმით "ცხრიანში" შეაგდო.
თორნიკე სტეფნიაშვილი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატმა 83-ე წუთზე საჯარიმოს ხაზიდან გასროლით ანგარიში სამამდე გაზარდა - 3:0.
კიშინიოველთა რიგებში მხოლოდ ბაქარ მირცხულავა არ გამოჩენილა. მას ახალი მწვრთნელი სერგიუ სირბუ "ჩაგრავს":
"მესმის, შეიძლება ფორმაში არ ვიყო და მწვრთნელმა დამიწუნოს, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ
არადა, ძლივს ფორმა აღვიდგინე, სეზონის განახლებისას მუდმივად ვთამაშობდი და ვერ გავიგე, რას მერჩის.
მივხვდი, რომ აქ დარჩენას აზრი არ აქვს და მაისში კლუბის შეცვლას ვაპირებ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბაქარ მირცხულავა: ნაკრების შეკრება და იქ ვარჯიში მომენატრა
ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია
ბაქარ მირცხულავა და კოტე გაბაშვილი კიშინიოვის "ზიმბრუმ" დაიტოვა
კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველების სიმრავლეა