"ალანიას" შემადგენლობაში გიორგი ჭანტურია შესვენების შემდეგ გამოჩნდა, მისი თანაგუნდელი მამუკა კობახიძე კი ვლადიკავკაზელთა 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა.
"კრასნოდარის" განაცხადში ნუკრი რევიშვილი ვერც ამჯერად მოხვდა.
რუსეთის პირველ დივიზიონში ნალჩიკის "სპარტაკი" "ტომს" ეწვია და ფრედ, 1:1 ეთამაშა. სტუმართა შემადგენლობაში 65-ე წუთზე ითამაშა დავით სირაძემ.
"სპარტაკი", ისევე, როგორც გიორგი დარასელიას მიერ გაწვრთნილი "სკა-ენერგია", პრემიერლიგის საგზურისთვის იბრძვის. ორივე გუნდი ძალიან ახლოა პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობასთან.
"სკა-ენერგია" თავის შეხვედრას 30 აპრილს
* * *
ფინეთის ვეიკაუსლიგაში "ინტერ ტურკუმ", რომლის ღირსებასაც ირაკლი სირბილაძე იცავს, მეორე ტურის მატჩი გამართა და შინ "იაროს" 1:0 სძლია.
"ინტერის" ქართველმა ფორვარდმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
"ინტერმა", რომელიც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია, ჩემპიონატი მარცხით დაიწყო და მეორე ტურში მოპოვებული გამარჯვება კლუბისთვის მეტად საჭირო და დროული იყო.
სირბილაძეს, რომელიც ფინეთის წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელი გახდა, მიმდინარე სეზონის საგოლე ანგარიში ჯერ არ გაუხსნია და იმედია, ნავსს მალე გატეხავს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მან "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "ინტერის" შემადგენლობა გაახალგაზრდავდა, რის გამოც ბომბარდირის ტიტულის შენარჩუნება იოლი არ იქნება (იხილეთ ვრცლად).
იმედია, სირბილაძე მაინც შეძლებს ამ წოდების შენარჩუნებას და კარიერის უკეთეს კლუბში გაგრძელების საშუალებაც მიეცემა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობიაშვილმა "ჰერტას" მოაგებინა, "ილიჩევეცს" ოქრიაშვილმა უშველა [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი
ოთარ მარცვალაძემ ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა [VIDEO]