გიორგი ჭანტურია: "ალანია" თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯება

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიას" ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი პრემიერლიგაში დარჩენისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

- გულშემატკივრები ძალიან დიდი ხანი ელოდნენ შენს მოედანზე გამოჩენას. როგორ შეაფასებდი საკუთარ თამაშს?

- დიახ, დიდი ხანი არ მითამაშია და როცა ამის შანსი მომეცა, მინდოდა მომეგო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი (ალანია-კრასნოდარი 2:3). კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ წავაგეთ.

- რატომ არ გამოვიდა "კრასნოდართან" მატჩის ბედის შემოტრიალება?
- ვფიქრობ, "კრასნოდარს", უბრალოდ, გაუმართლა. არბიტრებზე არასდროს ვლაპარაკობ, თუმცა ყველამ დაინახა, რაც ხდებოდა მოედანზე. ბოლო წუთებზე
მცველი მოვატყუე და როცა გადაცემა უნდა გამეკეთებინა, სასტვენის ხმა გავიგე.

ავიღე ბურთი და მინდოდა, საჯარიმო შემესრულებინა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემზე დაარღვიეს თამაშის წესები.

გაოგნებული ვიყავი, როცა არბიტრის აზრით, თურმე მე დავარღვიე წესები და კიდევ ყვითელიც მივიღე! არასდროს მინახავს მსგავსი რამ.

- გესმოდა, როგორ სკანდირებდნენ ტრიბუნები შენს გვარს?
- რა თქმა უნდა, მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, მაგრამ გუნდმა წააგო და ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობ.

- ახლა სიტუაცია უფრო კრიტიკული გახდა. რა უნდა გაკეთდეს, რომ გუნდმა ბრძოლა არ მიატოვოს?
- ჯერ დაკარგული არაფერია. ახლა ყოველ ვარჯიშზე, ყოველ მატჩზე უნდა გამოვიდეთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.

თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია. ამიტომ მათ კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ.

ასევე იხილეთ:
არნემის "ვიტესმა" გიორგი ჭანტურია ვლადიკავკაზის "ალანიას" არ დაუთმო

გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი
გიორგი ჭანტურიას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
გიორგი ჭანტურია: ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ "ვიტესში" აღარ დავბრუნდე!
გიორგი ჭანტურია: ყველაფერი ვლადიმერ გუცაევმა გამიკეთა
გიორგი ჭანტურია: საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება! [VIDEO]
"გამოჩნდა ბარსელონური ტექნიკა" - გიორგი ჭანტურია გაზაევსაც მოსწონს [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ბიჟს არ ესმის რომ ინდივიდუალიზმი გუნდურ-ტამაშს რომ ისწავლი მერე უნდა გამოაჩინო. პასი არ უYვარს, და თანამოთამაშეებში ატმოსფეროს აფუჯებს. კარგი გუნდში მაგას მასეთი ხასიათით არავინ გააჩერებს.
thinkFirst
15:34 03-05-2013
0
ამას ისეთი პირი უჩანს ბოლოს ბოლნისის სიონში გაანათხოვრებენ
Dito
11:39 04-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული