ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ვეტერანმა ქართველმა უნივერსალმა ჯერ "ჰერტას" სასტარტო შემადგენლობაში დაიბრუნა ადგილი, მეორე ბუნდესლიგის გასულ ტურში კი "კიოლნის" კარი თერთმეტმეტრიანით დალაშქრა.
"ჰერტამ", რომელმაც "კიოლნს" სტუმრად 2:1 მოუგო, კარგა ხნის წინ გაინაღდა პირველი ბუნდესლიგის საგზური, რის შემდეგაც დედაქალაქურმა კლუბმა უკვე მეორე ბუნდესლიგაში პირველი ადგილიც დაიბევა.
* * *
უკრაინის ჩემპიონატის 28-ე ტურში ლევან ყენიასა და ბუბა დაუშვილის "კარპატიმ"
სტუმართა წარმატებაში თავისი წვლილი შეცვლაზე შემოსულმა სანდრომაც დაიდო, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში უძლიერესი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
ლვოველთა სასტარტოში იყვნენ ყენია და დაუშვილი. ლევანი 58-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა რიგებში ძირითადში დაიწყო თამაში კანკავამ.
კიევის "დინამოს" კარში პენალტი რომ გაეტანა, თორნიკე ოქრიაშვილი მატჩის გმირი გახდებოდა, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ეს შანსი ვერ გამოიყენა - მეკარემ დარტყმის კუთხე გამოიცნო.
იხილეთ ვიდეო
ოქრიაშვილის "ილიჩევეცი" კიევში მინიმალურად დამარცხდა.
* * *
თურქეთში ჩვენი თანამემამულეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შოთა არველაძემ "ქაშიმფაშას" მთავარი მწვრთნელის რანგში თავის წინა კლუბს, "ქაისერისფორს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
"ქაისერის" შემადგენლობაში ზურაბ ხიზანიშვილმა სრულად ითამაშა.
* * *
პოლონეთის ექსტრაკლასაში მორიგი გოლი, ამჯერად პენალტით გაიტანა ლადო დვალიშვილმა, მისი "ლეგია" კი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს.
იხილეთ ვიდეო
* * *
ჰოლანდიის ჩემპიონატი არნემის "ვიტესმა", რომლის ღირსებასაც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი იცავენ, მეოთხე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზურს დასჯერდა, ხოლო მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში საკმაო პაუზის შემდეგ ჯანო ანანიძე გამოჩნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კოკაიაც მაგარი ინტრიგან-ავანტურისტია?ეგ ფერო რა მემკვიდრეობით მიიღო?ჰო რა ჩვენც 500წლიანი განვითარებული კაპიტალისტური ქვეყანა გვაქვს ჰოლანდიასავით?!ჭამს იმ ფეროდან და ალბათ არც არაფერი აკლია და ერთ კლუბს ნორმალურად ვერ მიხედა,სულ მუდამ უჭირს,პრობლემა,წუწუნი!რა აქვს კოკაიას საწუწუნო?ან ბევრ ქართველ ბიზნესმენს ,განსაკუთრებით ამ მილიონერ-მილიარდისტებს?ამათ უჭირთ ხალხო???და ხალხს არ უჭირს?ამისთანა წუწურაქები როგორ არიან ,რომ მუდამ ტირიან და არაფერზე ფული არ ყოფნით!მაგარი ,,ჟმოტი,,ხალხი ვართ თურმე ქართველები!მუქთაზე,სისხლით,ყაჩაღობით გამდიდრდა უმრავლესობა და სულ ტირიან!აგერ რუსეთში შემოუშვეს ქართული ღვინო!აგიხდათ ოცნება ოცნებისტებს!!!ერთ კლუბს მაინც დააფინანსებენ კახელი მეღვინეები?თუ კახეთში მარტო უნდა იჭიდაონ?