ლაშა დვალის ინგლისურ "რედინგში" გადასვლა გადაწყდა

AutoSharing Option
რიგის "სკონტოს" 18 წლის მცველი ლაშა დვალი ამჟამად სერბეთშია და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში დაეხმარება. მერე კი ინგლისური "რედინგის" წევრი გახდება.

მამუკა ღვიტიძისა და გუბაზ დოლიძის აღზრდილი მცველი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში შარშან ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოსმედალოსანი გახდა - "რედინგი" დვალით სწორედ მაშინ დაინტერესდა.

"სკონტოშიც" ბრიტანელების რეკომენდაციით გაუშვეს და დააიმედეს, რომ ამის მერე ხელშეკრულებას ინგლისური პრემიერლიგის კლუბთან გააფორმებდა.

მაშინ "ლელოსთან" ინტერვიუში დვალმა თქვა, რომ ინგლისელები ელოდებოდნენ, როდის მიიღებდა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. ამის შემდეგ 4-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ, საიდანაც ერთი
წელი რიგაში ითამაშებდა, დანარჩენი სამი წელი კი - "რედინგში".

"რედინგი" პრემიერლიგიდან გავარდა, მაგრამ ცხადია, 18 წლის ქართველისთვის მიუღებელი არც ინგლისის პრემიერშიპში თამაში იქნება.

"კლუბთან სიტყვიერი შეთანხმება მქონდა, მაგრამ არასრულწლოვანს ინგლისში თამაშის უფლება არ მქონდა.

14 მაისს 18 წლის გავხდი და "რედინგში" ჩემი საკითხი დადებითად გადაწყდა და ელიტრაუნდის შემდეგ სრულყოფილი კონტრაქტი გაფორმდება.

შესაძლოა, ერთი წელი ისევ "სკონტოში" დავრჩე, მაგრამ მერე "რედინგში" გადავალ და მის დუბლშემადგენლობაში ვითამაშებ",
- გვითხრა დვალმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაშა დვალი: "რედინგი" ოთხწლიან ხელშეკრულებას გამიფორმებს
ლაშა დვალი და რიგის "სკონტო": ლიცენზირების მოლოდინი
"სკონტოში" თამაზ პერტიას დანიშვნამ გამახარა - ლაშა დვალი ლატვიის ვიზას ელის
ლაშა დვალი: რიგის "სკონტოში" "რედინგის" რჩევით წავედი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული