დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა "შახტარში" აღარ დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ამჟამად მარიუპოლის "ილიჩევეცში" დონეცკის "შახტარის" რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს: ალექსეი პოლიანსკი, ალექსანდრ ჩიჟოვი, რომან ემელიანოვი, ბოგდან ბუტკო, ვიტალი ვიცენეცი, ნიკოლა იშენკო, თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვის თქმით, ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან სამმა "ილიჩევეცთან" სრულყოფილი კონტრაქტი უნდა გააფორმოს. ასე იქნება მომავალშიც - "ილიჩევეცი" თანდათან იჯარის პრაქტიკაზე უარს იტყვის.

დონეცკის "შახტარის" მთავარ მწვრთნელს მირჩა ლუჩესკუს იჯარით გაშვებული ფეხბურთელების დონეცკში დაბრუნების დიდი სურვილი ჯერჯერობით არ გამოუჩენია. სავარაუდოდ, ყველა ჩამოთვლილი ფეხბურთელი მარიუპოლში დარჩება.

რაც შეეხება "ილიჩევეცის" კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელ გიორგი ჯგერენაიას,
რომელიც "გაგრადან" აიყვანეს უკრაინელებმა, ის სავარაუდოდ საქართველოში დაბრუნდება.

პრემიერლიგაში ჯგერენაიას უკრაინულ გუნდში დებიუტი ჯერაც არ ჰქონია. თუმცა შესაძლოა, ნიკოლაი პავლოვმა დარჩენილ ორ მატჩში ქართველ მცველს ამის საშუალება მისცეს.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
გიორგი ჯგერენაიამ "ილიჩევეცში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
ნიკოლაი პავლოვი: გიორგი ჯგერენაია, თავის ასაკთან შედარებით, ძალიან განვითარებულია

"წაგებას თორნიკე ოქრიაშვილს ნუ დავაბრალებთ!" [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილმა "ილიჩევეცი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

თორნიკე ოქრიაშვილმა უკრაინელ ქალ-მსაჯს, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, აკოცა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული