მოსკოვის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტმა გენადი სოლოვიოვმა ალექსანდრ კოკორინისა და ბალაჟ ჯუჯაკის დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა, სადაც გიორგი ჭანტურიაზეც ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი ვართ, თუმცა კანონი მკაცრი, მაგრამ სამართლიანია. ყველაფერი რეგლამენტის მიხედვით კეთდება. კლუბში ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და აპელაციის შეტანა-არშეტანაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ".
კოკორინმა დისკვალიფიკაცია მეტოქე ფეხბურთელზე უხეში თამაშისა და ჭანტურიასთვის სახეში გარტყმის გამო მიიღო. ჯუჯაკი კი იმიტომ დასაჯეს, რომ "ალანიას" ფეხბურთელს ბურთი ესროლა.
"საწყენია, რომ საშამ (ალექსანდრ კოკორინი) თავი ვერ შეიკავა,
კოკორინმა მაშინაც კი შეიკავა თავი, როცა შეაფურთხეს, მაგრამ გინება ვეღარ აიტანა. ამაში ვეთანხმები, ამ დროს მარტო სახეში დარტყმა თუ გამოდგება", - თქვა სოლოვიოვმა.
შეგახსენებთ, რომ "ალანია"-"დინამოს" მატჩზე მომხდარი ჩხუბის გამო, რომელიც კოკორინმა წამოიწყო, გიორგი ჭანტურიამ 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ხოლო კოკორინმა - 7, ჯუჯაკმა და დანილო ნეკომ (ალანია) - 4-4.
იხილეთ ვიდეო
აღსანიშნავია, რომ 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჭანტურიას სხვა ჩემპიონატში გადასვლის შემთხვევაშიც გაჰყვება.
"ამ დისკვალიფიკაციას ჭანტურია თან წაიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა ჩემპიონატში გადავა, რუსეთის საფეხბურთო კავშირი დოკუმენტებს ამ ჯარიმებთან დაკავშირებით შესაბამის ლიგაში გაგზავნის, სადაც ითამაშებს ჭანტურია", - თქვა რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარემ არტურ გრიგორიანცმა.
აქვე გეტყვით, რომ სოლოვიოვი რამდენიმე თვის წინ თბილისში მეგობრული ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც თბილისის "დინამოს" პრეზიდენტს, რომან ფიფიას ესტუმრა. მხარეებმა თბილისში 7 ივლისს ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმეს (იხილეთ ვრცლად).
მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
რუსეთის სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მკაცრად გიორგი ჭანტურია დასაჯა
რუსი კომენტატორი გიორგი ჭანტურიაზე: ქართველი უნახავივით მოიქცა!
ლეგიონის უქმეები: რუსეთის უმთავრესი სკანდალის გმირი ქართველია
გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
ასეთი ლაპარაკი უცხო ერზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარგას აკეთებს ა.შ.შ. ხელის სიშორეზე ახლო რომ არ ისვავს "ტილს" და ვალებში აფლობს.