მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
ორიოდ დღის წინ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტის, გენადი სოლოვიოვის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ კოკორინის ადგილზე გიორგი ჭანტურიას მოკლავდა (იხილეთ სტატია -  "დინამოს" პრეზიდენტი: მაგ ქართველს ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი!), საქართველოში აჟიოტაჟი მოჰყვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა "დინამო თბილისის" პრესსამსახურმა მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

* * *
"დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია:
"სიმართლე გითხრათ, ძალიან არასასიამოვნო გახლდათ ჩემი კოლეგის ინტერვიუს გაცნობა.

ამავდროულად, ეჭვი არ შეგვპარვია, რომ გაუგებრობასთან გვქონდა საქმე.

მე არ დამიმალავს ჩემი გაკვირვება და წყენა მოსკოვის
"დინამოში" ჩვენს პარტნიორებთან საუბრისას, რომლის დასრულების შემდეგაც მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტის მხრიდან შემდეგი სახის განმარტება მივიღეთ, რომელიც ჩვენ და ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებრიობასაც სრულად დააკმაყოფილებს".


მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი გენადი სოლოვიოვი:
"გულწრფელად ვწუხვარ, რომ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის მისამართით ნათქვამი სიტყვები ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხყოფად იქნა აღქმული.

ბოდიშს ვიხდი გაუფრთხილებელი ფრაზისთვის. ჩემ მიერ ნათქვამი არამც და არამც არ ეხებოდა ეროვნებებს, ან ჩვენ შორის ურთიერთობებს.

საუბარი გახლდათ უტიფრულ საქციელსა
და "ალანიას" ერთ-ერთ ფეხბურთელზე მოსკოვის "დინამოსთან" შეხვედრაში.

ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ პირადად მე და საფეხბურთო კლუბი "დინამო მოსკოვი" მოწადინებულნ
ი ვართ, განვავითაროთ და განვამტკიცოთ ძმური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენს კლუბებს შორის მეგობრობის მატჩის გამართვა თბილისში.

ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე, უღრმესი პატივისცემით ვარ განმსჭვალული ქართველი ხალხის, ქართველი ფეხბურთელების მიმართ, ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ.

ამიტომ მზად ვარ, კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ბოდიში, თუ ჩემდაუნებურად შევეხე ან შევურაცხ
ყვე იმ ადამიანების გრძნობები, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საფეხბურთო ინციდენტთან, რომელიც ვლადიკავკაზში გამართულ მატჩში მოხდა".

ასევე იხილეთ:
რუსეთის სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მკაცრად გიორგი ჭანტურია დასაჯა
რუსი კომენტატორი გიორგი ჭანტურიაზე: ქართველი უნახავივით მოიქცა!
ლეგიონის უქმეები: რუსეთის უმთავრესი სკანდალის გმირი ქართველია
გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჭანტურიამ დაიმსახურა დისკვალაფიკაცია სანქცია ეკუთვნის კოკორინს ქსენოფობიისათვის.
ilia
27 მაისი 2013 13:37
0
ბოდიში *** გაიკეთოს.
giorgi
26 მაისი 2013 10:41
0
დასარტყმელი იყო და დაარტყა რა მნიშვნელობა აქვს წინიდან თუ უკნიდან... ზიდანს კარგად იცავდით და მატერაცს უყვიროდით ზიზუ ზიზუს... უარესი არ გააკეთა??? იმ რუსმა კიდე გაიკეთოს თავისი ბოდიში ეგეც თუ მოიხადა და ისევ ესენი არ ულოკავენ...
tazo
25 მაისი 2013 10:59
0
არ უნდა მოეხადა ბოდიში. უღირსი ქართველი ბალელშიკებისათვის, მათ გინდა წინ მო....ვი და გინდა უკან სულერთია. ნატავი რამის თავი გქონდეთ. როგორ ვერაგულადაც უკნიდან ჩაარტყა ჭანტურიამ, ისეთივეები ხართ თქვენც კომენტარებიდან გამომდინარე
dato
25 მაისი 2013 01:09
0
ჭანტურიას კოკორინმა პირველმა დაარტყა,ატვეტიც მიიღო,თუმცა მიდი და გლიჯე პირდაპირ ამან კი უკნიდან ხია,ამაზეა საუბარი,რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჭანტურიას ფეხბურთი ამით დასრულდა
eeeggg
25 მაისი 2013 00:29
0
რა დაგემართათ, დედას რომ შეგაგინებთ კაცი და მერე ბოდიშს მოახდევინებენ!!! ამ ბოდიშს მიიღებთ? აპატიებთ ?

Japaridze
25 მაისი 2013 00:06
0
ზალიან კარგი საქციელია ეს
lasha
24 მაისი 2013 22:09
0
ზუსტად მაგ სიტყვების დაწერას ვაპირებდი! ვნახე, უკვე დაგისწრია. გაიხარე!!!
Dinamo Fan
24 მაისი 2013 17:07
0
რუსების და რუსეთის დე......აც!
ss
24 მაისი 2013 16:53
0
წატი შენი !
Dinamo Fan
24 მაისი 2013 15:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული