ლეგიონერები: ლადო დვალიშვილი თითქმის ჩემპიონია, გიორგი მაკარიძე გავარდა

AutoSharing Option
24 მაისს ვარშავის "ლეგიამ", რომლის ღირსებასაც ლადო დვალიშვილი იცავს, სტუმრად "ვიძევთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. ქართველი თავდამსხმელი "ლეგიას" ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.

"ლეგია" პოლონეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. დვალიშვილის გუნდს 63 ქულა აქვს, მის მდევარ "ლეხს" კი - 57 და ერთი მატჩით ნაკლები. ექსტრაკლასას დასრულებამდე ორიოდე ტურია დარჩენილი, ასე რომ, დვალიშვილი პოლონეთის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

საფრანგეთის ლიგა 2-დან გავარდა "ლე მანი", რომლის ღირსებასაც გიორგი მაკარიძე იცავს. ბოლო ტურში "ლე მანმა" "ლანსს" უმასპინძლა და 2:1 სძლია, თუმცა ეს საკმარისი არ
აღმოჩნდა. მაკარიძე განაცხადშიც არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული