ამის შესახებ "კრასნოდარის" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ ჰაშიგმა განაცხადა.
რევიშვილის კონტრაქტი კლუბთან 2015 წლამდე გრძელდება, თუმცა ქართველ მეკარეს რუსულ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია.
"ამჟამად რევიშვილი რჩება "კრასნოდარის" ფეხბურთელად. ჯერჯერობით მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ის ძალიან პოზიტიური ადამიანი და კარგი ფეხბურთელია.
ნებისმიერ მეკარეს სჭირდება პრაქტიკა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ნუკრი ვერ თამაშობს.
ეს პროფესიონალი ფეხბურთელის ხვედრია, მოედანზე მხოლოდ 11 მოთამაშე გადის. ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - თქვა ჰაშიგმა.
ასევე იხილეთ:
ფაქტია, ნუკრი რევიშვილს კარიერაში მძიმე დროება უდგას