ლევან ყენია: "კარპატისგან" ტრანსფერზე დაყენება ჩემთვის მოულოდნელი იყო

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ქართველმა ლეგიონერმა ლევან ყენიამ კომენტარი გააკეთა 27 მაისს გავრცელებულ მოულოდნელ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კლუბი გუნდის 19 ფეხბურთელს, მათ შორის, ლევან ყენიასა და ბუბა დაუშვილს, ტრანსფერზე დააყენებს.

"ეს მოულოდნელობა იყო. ვერ ვხვდები, რა მიზეზები უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას.

"კარპატისთან" კონტრაქტი კიდევ წლინახევრით მაკავშირებს და მიუხედავად გუნდის არცთუ წარმატებული შედეგებისა, საკუთარი თავის კმაყოფილი ვარ.

ორწლინახევრიანი უთამაშებლობის შემდეგ "კარპატიში" სათამაშო პრაქტიკა მქონდა.

დავრჩები თუ არა მომავალში უკრაინაში? ჯერ გონზე უნ
და მოვიდე",
- თქვა ყენიამ football.ua-სთან ინტერვიუში.

ასევე იხილეთ:

"კარპატიმ" ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი ტრანსფერზე დააყენა
ლევან ყენიას თავით გატანილმა გოლმა ლვოვის "კარპატის" ვერ უშველა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
"კარპატისთან" კონტრაქტი კიდევ წლინახევრით მაკავშირებს და მიუხედავად გუნდის არცთუ წარმატებული შედეგებისა, საკუთარი თავის კმაყოფილი ვარ.--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------შენ კი ხარ კმაყოფილი,მაგრამ ყველა შენსავით "ჭკვიანი" კი ვერ არის. საინტერესოა პირობა არ წამოუყენა სანამ მწვრთნელს არ შეცვლით არ ვითამაშებო. ეს პროფესიონალური ფეხბურთია შვილო და არავინ არ გეტყვის ითამაშეო, შენ თვითონ უნდა მიხვდე.
giorgi
21:31 28-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული