"სკა-ენერგია" გაამართლეს - შოთა გრიგალაშვილის ტრანსფერში დარღვევა არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
რუსეთის ნაციონალური ლიგის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ "სკა-ენერგიას" არ დაურღვევია რეგლამენტი, როცა ქართველი ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი აიყვანა.

შესაბამისად, "სკა-ენერგიას" ქულებს არ ჩამოაკლებენ და გიორგი დარასელიას გუნდი პრემიერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას შეძლებს.

შეგახსენებთ, 29 მაისის ნომერში "სპორტ ექსპრესი" წერდა, რომ შორეული აღმოსავლეთის გუნდს ქართველი ლეგიონერის არასწორად დარეგისტრირების გამო (გრიგალაშვილისთვის "სკა-ენერგია" სეზონში მესამე კლუბი გამოდის) ქულებს ჩამოაკლებდნენ.

ასევე იხილეთ:
შოთა გრიგალაშვილის გამო შეიძლება "სკა-ენერგია" დაისაჯოს
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ გრიგალ. გამარჯვებით გევლოს ყველგან.
gizog
22:46 29-05-2013
0

სიახლეები პოპულარული