ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" გენდირექტორი გიორგი დარასელიას გაშვებას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
ხაბაროვსკში სჯეროდათ, რომ ქართველი მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები "სკა-ენერგიას" რუსეთის პრემიერლიგაში გადაიყვანდნენ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ - გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა გუნდმა "როსტოვთან" პლეი ოფში ორივე მატჩი დათმო და ასპარეზობას გაისადაც პირველ ლიგაში გააგრძელებს.

საპასუხო მატჩში დამარცხების შემდეგ Sportbox.ru-მ ინტერვიუ "სკა-ენერგიას" გენერალურ დირექტორს, სერგეი ფელდმანს ჩამოართვა, სადაც გუნდში ქართული დიასპორის მომავალზეც ჰკითხა.

- სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ გადამწყვეტი მატჩის წინ, ლაშა სალუქვაძესთან ერთად, ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავაც გამოგვაკლდნენ. "როსტოვი" გაცილებით მაღალი კლასის გუნდია და გვაჯობა. თუმცა ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და
ბოლომდე იბრძოლეს.

- მომავალ სეზონშიც დარჩება თუ არა გუნდში ქართული დიასპორა გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით?
- რამდენიმე დღეში კლუბის საბჭოს შეკრება გაიმართება და გუნდის შემადგენლობაზე იქ ვიმსჯელებთ. რა თქმა უნდა, განვიხილავთ მომავალი სეზონისთვის ბიუჯეტსაც - რისკენ და როგორ უნდა ვიაროთ.

ცვლილებები იქნება. ზოგიერთ მოთამაშეს კონტრაქტი დაუსრულდა, ისევე, როგორც მთავარ მწვრთნელს.

- სხვა სიტყვებით, შესაძლებელია, დარასელიამ ხაბაროვსკი დატოვოს?
- მოვლენათა ასეთი განვითარება გამორიცხული არაა - ყველაფერი შეიძლება.

ასევე იხილეთ:
ქართველების "სკა-ენერგიამ" რუსეთის პრემიერლიგაში ვერ შეაბიჯა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული