"სპარტაკის" დირექტორი: არ ვართ დაინტერესებულნი, რომ ჯანო გავუშვათ

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზონში აღზევებული "ურალის" პრეზიდენტმა ჯანო ანანიძეს გუნდში იჯარით მიყვანის თაობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯანოს კლუბთან კონტრაქტი არ გაუფრომებია.

- ჯანომ ანანიძემ უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს "ურალთან"?
- არავის ხელი ჯერ არ მოუწერია. როცა ეს მოხდება, ამას შეგატყობინებთ", - თქვა "ურალის" პრეზიდენტმა.

ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა ასევე მოსკოვის "სპარტაკის" გენერალურმა დირექტორმა რომან ასხაბაძემ.

მისი თქმით, "სპარტაკი" არ არის დაინტერესბული ანანიძე "ურალში" გაუშვას.

"არ ვართ დაინტერესბულნი, რომ ჯანო გავუშვათ", - თქვა ასხაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ დასრულებული
რუსეთის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია sovsport.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს ეკატერინბურგის "ურალში" გაუშვებს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული