ფოტოფაქტი: კობ-ი-აშვილი

AutoSharing Option
ისინი მეგობრები არიან, ერთ ქვეყანაში და ერთ გუნდში დიდხანს ითამაშეს.

კობი-იაშკა ნაკრებში მოდიან, კობი-იაშკა ნაკრებში აღარ ითამაშებენ, კობი-იაშკა მაგრები არიან... მათ სახელებს ხშირად ერთად იტყვიან ხოლმე, თითქოს ასე დამკვიდრდნენ ჩვენს საფეხბურთო მილეთში.

ალექსანდრე იაშვილი ბაქოს "ინტერში" აპირებს თამაშს, ლევან კობიაშვილი ბერლინის "ჰერტაშია" და კიდევ ერთ სეზონს გაატარებს ელიტარულ ბუნდესლიგაში. გეოგრაფიულად ისინი შორი-შორს იქნებიან, მაგრამ თითქოს მაინც ერთად შეგვახსენებენ ხოლმე თავს.

ისინი ერთად გაუშვეს ეროვნული ნაკრებიდან. ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო.

ორივე თავმდაბალი ადამიანია. ისინი მხოლოდ იმიტომ არ თამაშობდნენ ფეხბურთს, რომ უშველებელი
შავი ჯიპები ეყიდათ. მათ მოახერხეს და სამაგალითო პროფესიონალები გახდნენ.

ეს ფოტო რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში. კობიაშვილს ორი კითხვა დაუსვეს. 2012/13 წლების სეზონის ბოლოს "ფრაიბურგი" "შალკეს" მასპინძლობდა. მეოთხე ადგილის ბედი წყდებოდა, ანუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე თამაშის საგზურისთვის იყო ჯახი.

კითხვები და პასუხები ორდინარული გამოდგა, ფოტო კი რაღაცნაირი, სენტიმენტალური და დასამახსოვრებელი.

კობიაშვილი "ალანიაში" ვალერი გაზაევის ჯილა იყო. გაზაევმა მერე უკეთესი და მდიდარი რუსული გუნდი ჩაიბარა. ჩვენებურის ხელმეორედ აყვანას ნიადაგ ესწრაფვოდა, მაგრამ კობი გერმანიიდან რუსეთში აღარ დაბრუნდა.

ეს ფოტო 2005 წლის 25 მაისს არის გადაღებული. მაშინ "შალკემ" "ფრაიბურგს" 3:2 მოუგო. მას შემდეგ რვა წელიწადი გავიდა. ეს რვა წელიწადი კობიმ და იაშკამ ისევ გერმანიაში ითამაშეს. ამ ქვეყანაში კობიაშვილმა თხუთმეტი, იაშვილმა კი თექვსმეტი წელი გაატარა - დრო მალე გავიდა, ამ ფოტოს სენტი და მენტიც, ალბათ, აქედან მოდის...

ბადენვიურტემბერგი გერმანიის ერთ-ერთი მხარეა, ფრაიბურგი კი იქ სიდიდით მეოთხე ქალაქია, სადაც ორასი ათასზე ოდნავ მეტი კაცი ცხოვრობს და სადაც კობი და იაშკა ძალიან უყვარდათ.

საერთოდ ასეა, პერიფერიებში ფეხბურთი და საყვარელი გუნდის ფეხბურთელები განსაკუთრებული სითბოთი უყვართ. გერმანია თითქოს ცივი ქვეყანაა, მაგრამ ფრაიბურგი მაინც სხვა უნდა იყოს, იქ სხვანაირად ყვიროდნენ ქართველების შემოკლებულ გვარებს, ვიდრე გერმანიის თუ ევროპის სხვა ქალაქებში.

გერმანიაში კობის და იაშკას შემდეგაც ჩავიდნენ ქართველი ფეხბურთელები, თუმცა მათ გერმანელი გულშემატკივარი ვერ ააყვირეს. კიდევ ამიტომ მოაქვს სენტი და მენტი ამ ფოტოს.

კარგი ფეხბურთელები საქართველოს ისევ ეყოლება, ოღონდაც კობი და იაშკა ყოველთვის სხვანაირებად დარჩებიან. ისინი ერთად დიდხანს თამაშობდნენ გერმანიის მოვლილ, სავსე და მკაცრ სტადიონებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოსალოდნელი ტრანსფერი: ალექსანდრე იაშვილი ბაქოს "ინტერში"
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგეც ქეცბაიას კიდევ ერთი გადაჰკრეს შოლტი ამ ხალხის გამოუძახებლობისთვის. ისე ხიზანიშვილს რომ კაცი გამოიძახებს და კობიაშვილს არა...
odala
11:57 10-06-2013
0
არაუსავს ასე გამოვიდა,მაგრამ ახლა ყურადგება ამ ახალგასრდა ბიჯებს უნდა ,ისე ხო schეხედეტ დანიასი schეტევის ფეგბურტს რა schეუცლია,კინაგამ მოვიგეტ იმ სუსტი გუნდიტ.
reso
13:48 10-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული