რუ­სუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - ასე­თი (ქარ­თ­ვე­ლე­ბის) გუნ­დი არ გვჭირ­დე­ბა

AutoSharing Option
რუ­სეთ­ში ქარ­თ­ვე­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა ყო­ველ­თ­ვის ეჭ­ვებს ბა­დებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საკ­ბი­ლო იყო და არის მა­ხაჩჭყა­ლის "ან­ჟი­სა" და ნიჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის "ვოლ­გას" ყო­ფი­ლი სპორ­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რი მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლი.

ასე იყო მი­სი მა­ხაჭყა­ლის "ან­ჟი­ში" საქ­მი­ა­ნო­ბის დროს; მე­რე, რო­დე­საც ქარ­თ­ვე­ლე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად, ნიჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის "ვოლ­გა­ში" გა­და­ბარ­გ­და; ცხა­დია, მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა არც ხა­ბა­როვ­ს­კის "სკა-ენერ­გი­ა­ში" გა­მორ­ჩე­ნი­ათ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო კო­რუფ­ცი­ას­თან არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი, დარ­ტყ­მა ყო­ველ­თ­ვის კავ­კა­სი­ე­ლებ­ზეა და თუ საქ­მე­ში ქარ­თ­ვე­ლი გა­ე­რია, იცოცხ­ლეთ, უხა­რი­ათ - სა­მიზ­ნე ხომ ცნო­ბი­ლია.

ჯუ­ღელი განსაკუთრებულ პატივში რუსულ ვებგვერდს, "ონედივიზიონსა" და "სოვეტსკი სპორტს" ჰყავდათ. ახლა
ამ უკანასკნელმა "გეგმა შეასრულა" და ხაბაროვსკში ჩაგდებული სეზონი გაუანალიზა.

* * *
"სკა-ენერგია" განიარაღებულია. გუნდი დატოვეს ქართველმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ და გუნდის ავტორიტეტულმა გულშემატკივარმა მამუკა ჯუღელმა. თითქოს, ამ უკანასკნელის შორეულ აღმოსავლეთში ჩასვლა გუნდის პრემიერლიგაში გადასვლის გარანტია უნდა გამხდარიყო, თუმცა ამჯერად მიზანს ვერ მიაღწია.

სასწრაფო დახმარებისათვის სკა-ში ისრაელის პასპორტის მქონე ქართველ მწვრთნელს, გიორგი დარასელიასა და ქართველ ფეხბურთელებს უხმეს - ოთარ მარცვალაძეს, გოჩა ხოჯავასა და გიორგი ნავალოვსკის, რომლებმაც პრემიერლიგაში "ანჟი" და "ვოლგა" გადაიყვანეს. მათ ლაშა სალუქვაძე და შოთა გრიგალაშვილიც დაემატნენ
.

მაგრამ "საქართველოს ნაკრების ფილიალი ხაბაროვსკში", როგორც "სკა-ენერგია" მონათლეს, გადათამაშებაშიც ბოლო მომენტში მოხვდა. ყველაზე საინტერესო აქ დაიწყო. გუნდი "როსტოვთან" შეხვედრისთვის ემზადებოდა, როდესაც "გრიგალაშვილის საქმე" აგორდა, აქაოდა, სეზონში მესამე გუნდში თამაშობსო, რაც აკრძალულია.

ამ ამბის აბსურდულობა მაშინვე ცხადი იყო, მაგრამ ხაბაროვსკელებს ამგვარად აგრძნობინეს, რომ პრემიერლიგაში არ ელოდნენ.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა 1985 წლის 8 ნოემბრის ამბავი გაიხსენა და ამბის გახსენებაზეც ნერვიულობდა. მაშინ ხაბაროვსკის სკა-ს მოსკოვის ცსკა-სთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ სტადიონზე მისულებს დახვდათ განცხადება, რომ ცუდი კლიმატური პირობების გამო მატჩი მოსკოვში გაიმართებოდა. არადა, ხაბაროვსკში 10 გრადუსი სითბო იყო.

ხაბაროვსკელებს უმაღლეს ლიგაში გადასვლის ყველაზე რეალური შანსი 1969 წელს ჰქონდათ. გუნდის ყოფილი მოთამაშე იხსენებს, რომ საკავშირო ფედერაციაში წინასწარ ყველაფერი გათვლილი იყო და რომ სეზონის დაწყებამდე უთხრეს, "თქვენ, ალბათ, მე-3 ადგილზე გახვალთ".

"გოლი რომ გაგვეტანა, მატჩის ბოლოს მსაჯი რამეს მოგვიგონებდა, ან სეზონის ბოლოს მოიფიქრებდნენ, პირველ ლიგაში როგორ დავრჩენილიყავით. როგორც ჩანს, ყველაფერს ჩინოვნიკები წყვეტდნენ და ახლაც ასეა", - იხსენებს სკა-ს ვეტერანი ფეხბურთელი ვასილი პოდენკოვი.

გულშემატკივარმა ეს ამბავი "გრიგალაშვილის საქმესთან" დაკავშირებით გაიხსენა, რადგან როსტოველები ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში ჩივილით იმუქრებოდნენ. როდესაც რუსეთის საფეხბურთო კავშირმა სკა-ს მხარე დაიჭირა, "როსტოვმა" პროტესტი გადაიფიქრა.

ახლა გუნდიდან ქართული ბრიგადა წავიდა. გუნდმა მიზანი ვერ შეასრულა და პრემიერლიგაში ვერ გადავიდა.

ამ ფაქტმა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გადაფარა - როგორ ცდილობდა "სკა-ენერგია" პრემიერლიგის საგზურის მოპოვებას.

ხაბაროვსკელებმა მიზნის მიღწევა გამოცდილი მეთოდებით სცადეს და მამუკა ჯუღელი მიიწვიეს, რომელსაც თბილად იხსენებენ "ანჟისა" და "ვოლგაში". ის ოფიციალურ წარდგენებში არსად ფიგურირებდა, სამაგიეროდ, ავტორიტეტული ფიგურა გახლდათ. ასეთები კი, ტრადიციულად, "მოკრძალებულები" არიან.

მეორე მომენტი: სკა-მ უცებ შეიძინა ორი სპონსორი - "გაზპრომი" და რუსეთის რკინი
გზა და ამ ბრენდებმა განაპირობეს არც ისე მოკრძალებული საკლუბო ბიუჯეტი. ამტკიცებენ, რომ სკა-ს 300 მილიონი რუბლი ჰქონდა (დაახლოებით 9,4 მლნ დოლარი).

დასკვნა არც ისე სასიამოვნოა - მწვრთნელები და ფეხბურთელები გაიქცნენ, პერსპექტივა კი გაურკვეველია.

საბედნიეროდ, "როსტოვმა" "სკა-ენერგია" გააჩერა. ხაბაროვსკში ყველაფერს ზუსტად მიხვდნენ - ასეთი გუნდი ელიტაში არ სურთ, მაგრამ ჯერჯერობით. დისპანსერიზაციის შემდეგ, კი ბატონო!"


* * *
გასაგებია, რომ ჯუღელი საკამათო ფიგურაა და მასთან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ ამ წერილის ქვეტექსტით, "სკა-ენერგიას" დისპანსერიზაცია, გაწმენდა, გაჯანსაღება ქართველების წასვლა არის.

მადლობა, ძმებო, კიდევ ერთხელ "სასიამოვნო" იყო რეალობასთან შეჯახება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დარასელია "სკა-ენერგიას" აღარ გაწვრთნის
გიორგი ნავალოვსკიმ "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ხაბაროვსკის "სკა-ენერგიადან" ქართველების გაშვება დაიწყეს
ოთარ მარცვალაძე: მათი ლოგიკით ქართველი და კორუფცია ერთი და იგივეა
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ უნდათ უმაღლეს ლიგაში ასე შორიდან გუნდი ყავდეთ. ძალიან ძვირი და დამღლელია სათამაშოდ 7-8 საათი ფრენა. ყველა სხვა გუნდი, რუსეთის ევროპული ნაწილიდანაა.
გიორგი
18:36 18-06-2013
0
ქართველობა ამჯერად არაფერ შუაშია.
არ უნდათ უმაღლეს ლიგაში, გუნდი შორეული აღმოსავლეთიდან--სიშორის გამო.ძალიან ძვირი და დამღლელია იქამდე ფრენა.
გიორგი მეტრეველი
20:22 18-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული