გია გრი­გა­ლა­ვა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლ­გა­ში" რჩე­ბა

AutoSharing Option
ცნო­ბი­ლია, რომ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ავად­მ­ყო­ფო­ბის შემ­დეგ გია გრი­გა­ლა­ვამ ვა­რ­­ჯი­ში გა­ნა­ახ­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მცვე­ლი კვლავ ნიჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის "ვოლ­გა­შია".

გუნ­დ­მა რუ­სე­თის პრე­მი­ერ­ლი­გა­ში ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და ახა­ლი სე­ზო­ნის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა.

ნოვ­გო­რო­დელ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ­გ­ვერ­დის ცნო­ბით, "ვოლ­გა" 17 ივნისს ავ­ს­ტ­რი­ა­ში შეკ­რე­ბა­ზე გა­ემ­გ­ზავ­რა და გუნდს ქარ­თ­ვე­ლიც გაჰ­ყ­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 23 წლის მცველს ზამ­თ­რის მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპ­ზე ვი­რუ­სი შე­ე­ყა­რა. მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ ფეხ­ბურ­თელს მოძ­რა­ო­ბაც უჭირ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გრი­გა­ლა­ვა მომ­ჯო­ბინ­და, მაგ­რამ რუ­სე­თის პრე­მი­ერ­ლი­გის მთე­ლი სა­გა­ზაფხუ­ლო ეტა­პი გა­უც­და.

შე­ვიტყ­ვეთ, რომ გია უკ­ვე თვე­ზე მე­ტია, ვარ­ჯი­შობს და ზედ­მე­ტი წო­ნაც და­იგ­დო.

მას
ჯერ კი­დევ დე­კემ­ბერ­ში იწ­ვევ­დ­ნენ ყა­ზა­ნის "რუ­ბი­ნი" და სა­მა­რის "კრი­ლია სო­ვე­ტო­ვი". ახ­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კლუ­ბე­ბის სი­ას პრე­მი­ერ­ლი­გა­ში აღ­ზე­ვე­ბუ­ლი ეკა­ტე­რინ­ბურ­გის "ურა­ლიც" და­ე­მა­ტა.

მაგ­რამ გრი­გა­ლა­ვა კვლავ "ვოლ­გა­ში" რჩე­ბა და მარ­თა­ლიც არის - ახალ კლუბ­ში ფორ­მის აღ­დ­გე­ნა გა­ცი­ლე­ბით სა­რის­კო იქ­ნე­ბა.

გია გრი­გა­ლა­ვას კონ­ტ­რაქ­ტი ექვს თვე­ში უმ­თავ­რ­დე­ბა და მე­რე არ­ჩე­ვა­ნის უკე­თე­სი შან­სი ექ­ნე­ბა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გრიგალავა ინვალიდის ეტლისგან ისევ ქართველმა ექიმმა დაიხსნა
გია გრი­გა­ლა­ვა: საქართველოში რომ მეცხოვრა, ალბათ, მორაგბე გავხდებოდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული