გუნდმა რუსეთის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ახალი სეზონისთვის ემზადება.
ნოვგოროდელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ვოლგა" 17 ივნისს ავსტრიაში შეკრებაზე გაემგზავრა და გუნდს ქართველიც გაჰყვა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის მცველს ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ვირუსი შეეყარა. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ფეხბურთელს მოძრაობაც უჭირდა. საბედნიეროდ, გრიგალავა მომჯობინდა, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის მთელი საგაზაფხულო ეტაპი გაუცდა.
შევიტყვეთ, რომ გია უკვე თვეზე მეტია, ვარჯიშობს და ზედმეტი წონაც დაიგდო.
მას
მაგრამ გრიგალავა კვლავ "ვოლგაში" რჩება და მართალიც არის - ახალ კლუბში ფორმის აღდგენა გაცილებით სარისკო იქნება.
გია გრიგალავას კონტრაქტი ექვს თვეში უმთავრდება და მერე არჩევანის უკეთესი შანსი ექნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია გრიგალავა ინვალიდის ეტლისგან ისევ ქართველმა ექიმმა დაიხსნა
გია გრიგალავა: საქართველოში რომ მეცხოვრა, ალბათ, მორაგბე გავხდებოდი