გოჩა ხოჯავა: ჩემსა და თემურ ქეცბაიას შორის კვიპროსში მოხდა რაღაც...

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადასულმა გოჩა ხოჯავამ ოსური კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვასთან ერთად, ნაკრებში გამოუძახებლობის მიზეზებზეც ისაუბრა.

ფეხბურთელის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ურთიერთობა მას ჯერ კიდევ კვიპროსულ "ანორთოსისში" ყოფნის დროს გაუფუჭდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იწვევენ მას ეროვნულ გუნდში მაშინ, როცა ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოჯავამ ასე უპასუხა:

"საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი, თუმცა იმ კვიპროსულ გუნდში, რომელშიც მე ვთამაშობდი, მოთამაშე-მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო და იქ ურთიერთობა არ აგვეწყო.

კვიპროსზე მაშინ ჩემსა და ქეცბაიას
შორის მოხდა რაღაც და ნაკრებშიც არ მიწვევს..."


შეგახსენებთ, რომ კვიპროსის "ანორთოსისის" ღირსებას ხოჯავა 2004/05 წლების სეზონში იცავდა.

ასევე იხილეთ:
გუნდური ჩხუბი გოჩა ხოჯავას გამო - "ალანია"-"მურატფაშას" მატჩი ჩაიშალა
გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებენ
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგით რა!კეცბაიას ნუ აბრალებთ თკვენს არასპორტულ დამოკიდებულებას ფეხბურთთან.ვიცი(ძალიან ბევრის და ახლოს მცოდნე ადამიანისგან) რა არაპროფესიონალური დამოკიდებულებაც გააჩნდა უნიჭიერეს ხოჯავას(არადა როგორ მომწონს ტეკნიკა ბურთის ფლობის)ფეხბურთთან.კიდევ ერთი დაკარგული ტალანტი!ძალიან სამწუხაროა.არადა სწორედ ხოჯავას სტილის ფეხბურთელები აძლევენ განუმეორებელ ხიბლას კართულ ფეხბურთს,მაგრამ დისციპლინა...
akhali
19:40 27-06-2013
0
ხოჯავა წადი შე ***:D არუნდა ქეცბაიას შენნაირი მორფინისტები და იმიტო მოგიშორა..მთელი სვანეთისუბანი შენი მაყუთით ჩხერაობდა აკლიხარ ბიჭებს ჩამოაკითხე საჩუქარით:D
lasha
01:13 28-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული