შოთა არველაძე: "ქასიმფაშაში" ქართველი თანაშემწის მიყვანაზე ვფიქრობ

AutoSharing Option
ამ დღეებში მომხდარი ამბავი გეცოდინებათ: "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" ევროტურნირებიდან მოკვეთეს. ეს გუნდები 2012-13 წლების თურქეთის ჩემპიონატში, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა სტამბულის "ქასიმფაშამ" კი მეექვსე ადგილი დაიკავა და რადგან "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" დაიფრინეს, ჩვენებურის გუნდს ევროპალიგისკენ გაეხსნა გზა - "ქასიმფაშა" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ამ ტურნირში.

შოთა არველაძე ახლა თურქეთშია და ყოველივე ამასთან დაკავშირებით მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით. ტყუპისცალმა ისიც დაგვიდასტურა, რომ "ქასიმფაშაში" თანაშემწედ ქართველი სურს...

- რას ნიშნავს შენთვის ის, რომ "ქასიმფაშას" გაყვანა ევროსარბიელზეც მოგიწევს?
-
"ქასიმფაშა" პირველად ითამაშებს ევროსარბიელზე; მეც, როგორც მწვრთნელი, პირველად გავიყვან გუნდს ევროტურნირზე.

ერთი სიტყვით, ზედმეტია ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობა იქნება.

- და რამდენად არის "ქასიმფაშა" მზად იმისთვის, რომ ევროპალიგის ჯგუფში შევიდეს? აქვს გუნდს საამისო რესურსი?
- ვნახოთ, გუნდი ჯერ შვებულებაშია. როცა დავიწყებთ მოსამზადებელ ეტაპს, როცა ახალი ფეხბურთელებიც შემოგვიერთდებიან, მერე გამოჩნდება, რისი მაქნისები ვიქნებით ევროსარბიელზე.

- წინა სეზონის შემდეგ "ქასიმფაშაში" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიიყვანე. რადგან ევროტურნირზე გიწევთ თამაში, კიდევ აპირებ სხვა ფეხბურთელების დამატებას?
- არა, ცვლილებები აღარ იქნება.

- ანუ ქართველ ფეხბურთელს ამ ეტაპზეც არ აიყვან?
- არა, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია.

- გავიგეთ, რომ სერიოზულად ფიქრობ "ქასიმფაშაში" ქართველი თანაშემწის მიყვანაზე...
- მასეა, ამაზე ნამდვილად ვფიქრობ და ვნახოთ...

- თურქეთის ჩემპიონატში რა მიზანი ექნება "ქასიმფაშას" 2013/14 წლების სეზონში?
- მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

- დაბოლოს, "ფონდი არველაძე" რომელ უცხოურ გუნდში აპირებს 17 წლის ლუკა ზარანდიას გაშვებას?
- ზარანდიას დიდი მომავალი აქვს და მას აუცილებლად დავეხმარებით. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე ევროპალიგაზე - უეფამ "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" მოკვეთა
რატომ შეხვდა შოთა არველაძე მერაბ ჟორდანიას სინამდვილეში
შოთა არველაძე: ფრანგებთან ჩვენი ფეხბურთელების სითამამე დავინახე
შოთა არველაძე ჟოზე მოურინიოს შეხვდა: 15 წუთი ვისაუბრეთ...
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ გინდა ფეხბურთელი რო თქვა კიდე მესმის!
avto
22:08 28-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული