ჯგერენაია მარცხენა მცველი გახლავთ და საკმაოდ კარგი მონაცემებიც აქვს, ამიტომაც გადავიდა "გაგრადან" უკრაინულ კლუბში.
კარგი აღნაგობის, ალღოიანი, შეტევაში ჩართვის უნარით - ასეთია ჯგერენაია.
ჯგერენაია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელიცაა, უთამაშია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც.
შევიტყვეთ, რომ ჯგერენაია ამ დროისთვის უკრაინის პირველი ლიგის "მიკოლაევშია". ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა ჯგერენაია უკვე ვარჯიშობს ამ გუნდში და თუ მწვრთნელს თავს მოაწონებს, ისევ უკრაინაში მოუწევს დარჩენა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"